დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გია ვოლსკის განცხადებით, ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებასთან დაკავშირებით, ხელისუფლება ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს
ავტორი:
2017/დეკემბერი/07 12:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/volski_6731d.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/467274-gia-volskis-ganckhadebith-israelis-dedaqalaqad-ierusalimis-aghiarebasthan-dakavshirebith-khelisufleba-qarthveli-khalkhis-interesebidan-gamomdinare-imoqmedebs.html", "headline": "გია ვოლსკის განცხადებით, ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებასთან დაკავშირებით, ხელისუფლება ქარ...", "datePublished": "2017-12-07 08:06:18", "dateModified": "2017-12-07 08:06:18", "description": "პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებასთან და...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/volski_6731d.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, საერთაშორისო მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგული ნებისმიერი ნაბიჯები უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

"რამდენი ნაბიჯიც გადაიდგა საქართველოს მხრიდან, ყველას კარგად ესმის, რომ ეს არის უსაფრთხოების შენარჩუნების ინტერესით და სტაბილურობის შენარჩუნების ინტერესით განპირობებული. საქართველოს ხელისუფლება იმ ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს, რომელიც ჩვენს ხალხს გააჩნია. ამერიკის შეერთებულ შტატებს საკმაოდ მძლავრი რესურსი აქვს იმისათვის, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგას, ჩვენ კი, ვიდრე რაიმე მსგავს ნაბიჯს გადავდგამთ, უნდა დავფიქრდეთ, მითუმეტეს, ასეთ ცხელ წერტილთან მიმართებაში", - განაცხადა ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდებს, საქართველომ აშშ–ს მსგავად, ისრაელის დედაქალაქად აღიაროს იერუსალიმი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 579
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია