დაისვენე კურორტ ახალდაბაში
შალვა თადუმაძე - სტრუქტურული ცვლილებების მთავარ მიზანს ეფექტური, მცირე მთავრობის ჩამოყალიბება წარმოადგენს
ავტორი:
2017/დეკემბერი/07 11:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/tadumadze2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/467255-shalva-thadumadze-struqturuli-cvlilebebis-mthavar-mizans-efeqturi-mcire-mthavrobis-chamoyalibeba-tsarmoadgens.html", "headline": "შალვა თადუმაძე - სტრუქტურული ცვლილებების მთავარ მიზანს ეფექტური, მცირე მთავრობის ჩამოყალიბება წარმოა...", "datePublished": "2017-12-07 06:52:39", "dateModified": "2017-12-07 06:52:39", "description": "მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შალვა თადუმაძის განცხადებით, გავრცელებული კალკულაცია სტრუქტურული ცვლ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/tadumadze2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შალვა თადუმაძის განცხადებით, გავრცელებული კალკულაცია სტრუქტურული ცვლილებების შედეგად დაზოგილი თანხებისა და შემცირებული შტატების შესახებ, არ არის ის მოცემულობა, რაც რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ იქნება.

„აღნიშნული ცვლილებების მთავარ მიზანს წარმოადგენს ეფექტური, მცირე მთავრობის ჩამოყალიბება. რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, ის სრულად გახდება ცნობილი მას შემდეგ, რაც განხორციელდება რეორგანიზაციის პროცესი. ამისთვის კანონმდებლობით დადგენილია სამთვიანი ვადა. დღეისთვის განხორციელებული კალკულაცია და წარმოდგენილი ბიუჯეტის კანონპროექტი არ არის ის მოცემულობა, რომელიც იქნება მას შემდეგ, რაც რეორგანიზაცია დასრულდება. ბუნებრივია, მიახლოებული დათვლები არსებობს, თუმცა ზუსტი ოდენობა გამოჩნდება რეორგანიზაციის შემდეგ“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 646
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია