დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზურაბ ჭიაბერაშვილი - რასაც ჩვენ ვუყურებთ, 2018 წლის ბიუჯეტში სამინისტროების გაერთიანებების შედეგად ხარჯები პირიქით, 55 მილიონით არის გაზრდილი
ავტორი:
2017/დეკემბერი/06 13:00:02
../photo/2015_02/0-00-1DEC-2016/chiaberashvili_58e06.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/467068-zurab-tciaberashvili-rasac-chven-vuyurebth-2018-tslis-biujetshi-saministroebis-gaerthianebebis-shedegad-kharjebi-piriqith-55-milionith-aris-gazrdili.html", "headline": "ზურაბ ჭიაბერაშვილი - რასაც ჩვენ ვუყურებთ, 2018 წლის ბიუჯეტში სამინისტროების გაერთიანებების შედეგად ხ...", "datePublished": "2017-12-06 08:56:45", "dateModified": "2017-12-06 08:56:45", "description": "საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, „ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხად...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1DEC-2016/chiaberashvili_58e06.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, „ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, სტრუქტურული ცვლილებებით ბიუროკრატიული ხარჯები არ მცირდება და სოციალური ხარჯები არ იზრდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სტრუქტურული რეორგანიზაციის საფუძველი სამთავრობო ხარჯის დაზოგვა უნდა ყოფილიყო.

„რასაც ჩვენ ვუყურებთ, 2018 წლის ბიუჯეტში პირიქით, ამ გაერთიანებების შედეგად ხარჯები 55 მილიონით არის გაზრდილი, თან ამავდროულად, ზრდა არ ეხება პენსიას, შშმ პირების დახმარებას და დევნილების შემწეობას. მთავრობა პირველი რიგში, არ აკლებს ბიუროკრატიულ ხარჯებს და მეორე, იქ, სადაც აკეთებს ზრდას, ზრდას არ აკეთებს ამ საყოველთაო გაჭირვებაში სოციალური ხარჯების მომატებაში,“ – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 599
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია