დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ხვალ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება
ავტორი:
2017/დეკემბერი/05 18:00:02
../photo/2015_02/0-00IANV-2016/parlamenti6.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/466933-khval-parlamentis-riggareshe-skhdoma-gaimartheba.html", "headline": "ხვალ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება", "datePublished": "2017-12-05 14:09:59", "dateModified": "2017-12-05 14:09:59", "description": "ხვალ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00IANV-2016/parlamenti6.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ხვალ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ.

მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთა რაოდენობა 111-დან 99-მდე შემცირდა, რადგან დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურების გაერთიანების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა და ეს ორი სამსახური რჩება ისე, როგორც დღეს არის.

წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ერთიანდება რამდენიმე სამინისტრო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის კომპონენტი უერთდება, ხოლო სპორტის ნაწილი კულტურის სამინისტროს ფარგლებში გადადის. გარემოს დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროს უერთდება. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში ენერგეტიკის სამინისტრო ერთიანდება. ასევე ეკონომიკის სამინისტროში შედის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების კომპონენტი.

პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში იქმნება სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო კი, უქმდება.

მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე ირწმუნება, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შერწყმის მიუხედავად, გარემოს დაცვა პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება, რისი გარანტიებიც კანონმდებლობაში გაიწერება.

“მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად მოხდა შეჯერება, რომლის მიხედვით, გარემოს დაცვის კანონის მე-12 მუხლში შევა ცვლილებები. აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტში გარემოს დაცვის ღონისძიებების დაფინანსება არ შეიძლება იყოს იმაზე ნაკლები, ვიდრე წინა წელს იყო. გარდა ამისა, გარემოს დაცვის ღონისძიებების დაფინანსების თვალსაზრისით, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნებისმიერი პროგრამა წინა წლის ასიგნებების 5%-ით გაიზრდება. მთავრობა აფიქსირებს პოზიციას, რომ გარემოს დაცვა რჩება პრიორიტეტულად და ამის ფინანსური უზრუნველყოფა მოხდება“, - განაცხადა თადუმაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 570
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია