დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - დეცენტრალიზაციისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება და საკითხის სწორი გააზრება - ორივე მიმართულებით გვაქვს რესურსი
ავტორი:
2017/დეკემბერი/05 16:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kobaxidze.png { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/466900-irakli-kobakhidze-decentralizaciisthvis-satciroa-politikuri-neba-da-sakithkhis-stsori-gaazreba-orive-mimarthulebith-gvaqvs-resursi.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - დეცენტრალიზაციისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება და საკითხის სწორი გააზრება - ორივე მი...", "datePublished": "2017-12-05 12:38:04", "dateModified": "2017-12-05 12:38:04", "description": "დღეს არის ის დრო, როცა შესაძლებელია მყარი პოლიტიკური ნების საფუძველზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kobaxidze.png", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } დღეს არის ის დრო, როცა შესაძლებელია მყარი პოლიტიკური ნების საფუძველზე, ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში რეფორმის სწორად ჩამოყალიბება და დაგეგმვა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის პირველი ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“, კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრს (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრს (MSDC) შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა ქვეყნისა და ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
„თვითმმართველობის რეფორმა, დეცენტრალიზაცია არის პრიორიტეტი ხელისუფლებისთვის. იმისთვის, რომ რეფორმა განხორციელდეს, საჭიროა შესაბამისი პოლიტიკური ნება და საჭიროა საკითხის სწორი გააზრება. საქართველოში მუდმივად იყო პრობლემა ამ მიმართულებით. ხან პოლიტიკური ნება არ იყო, ხან იყო ნება, მაგრამ საკითხები სწორად არ იყო გააზრებული. დღეს ვფიქრობთ, არის ის დრო, როცა შესაძლებელია მყარი პოლიტიკური ნების საფუძველზე სწორად ჩამოყალიბება და დაგეგმვა ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში რეფორმის“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ სტანდარტების მისაღწევად ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი. ირაკლი კობახიძემ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავებაზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ ეს უნდა იყოს კომპლექსური დოკუმენტი, რომელშიც მკაფიო საშუალო ვადიანი მიზნები აისახება.

„ეს მიზნები უნდა იყოს ხელშესახები, ინდიკატორები უნდა იყოს გამოკვეთილი და ამის საფუძველზე უნდა განხორციელდეს კომპლექსური რეფორმა ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში. დეცენტრალიზაცია კლასიკური გაგებით ნიშნავს მეტ უფლებამოსილებებს და მეტ რესურსებს ადგილობრივი თვითმმართველობისთვის და ზუსტად ამ კლასიკურ დეფინიციას უნდა დაეფუძნოს ის რეფორმა, რომელიც უნდა გატარდეს ჩვენს ქვეყანაში. უფლებამოსილებების და რესურსების კუთხით ჩვენ გვაქვს აცდენა ევროპულ სტანდარტებთან. ფისკალური დეცენტრალიზაციის კუთხით მაჩვენებლები არის საკმაოდ დაბალი. ჩვენ თუ ავიღებთ ევროპულ მაჩვენებელს, ფისკალური დეცენტრალიზაციის მაჩვენებელი არის დაახლოებით, მინიმუმ 7 %, საუბარი მაქვს თვითმმართველობების შემოსავლების წილზე მშპ-სთან მიმართებით, საქართველოში ეს მაჩვენებელი არის დაახლოებით, 3,7 %, ანუ, საჭიროა, სულ მცირე, თვითმმართველობის რესურსების გაორმაგება იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ სტანდარტებს და დეცენტრალიზაციის ევროპულ სტანდარტებს, რაც, ბუნებრივია, ერთ წელიწადში, შეიძლება, ვერ მოხერხდეს, თუმცა, ამიტომ არის საჭირო საშუალო ვადიანი ხედვა, შესაბამისი სტრატეგია, რათა თვითმმართველობები აღიჭურვოს დამატებითი რესურსებით და რესურსებთან ერთად, ისინი უნდა აღიჭურვონ დამატებითი უფლებამოსილებებით. არის მთელი რიგი კომპეტენციები, რომლებიც ბევრად უფრო ეფექტიანად შეიძლება განხორციელდეს ადგილობრივ დონეზე, ვიდრე ცენტრალური სამინისტროების მიერ და საჭიროა გეგმაზომიერი მუშაობა იმისთვის, რომ ეს უფლებამოსილებები გადავიტანოთ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, დეცენტრალიზაციასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, მეტი უფლებამოსილება და რესურსი მეტ რისკსაც ნიშნავს და იმისთვის, რომ რისკები მაქსიმალურად განეიტრალდეს, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვაა საჭირო.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობა. მისი შეფასებით, ამისთვის კონკრეტული ინსტრუმენტების შემუშავებაა საჭირო. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებაში სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების როლზეც.

„ერთად უნდა ვიზრუნოთ ყველამ იმისთვის, რომ კარგი მმართველობის პრინციპები, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების პრინციპები დაინერგოს თვითმმართველობის დონეზე და ვიტყოდი, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მოქალაქეთა მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში. თვითმმართველობა იმით განსხვავდება მმართველობის სხვა ფორმებისგან, რომ ის ეფუძნება მოქალაქეთა მაქსიმალურად აქტიურ ჩართულობას თვითმმართველობასთან, ადგილობრივი ხელისუფლებასთან მოქალაქეების მაქსიმალურ სიახლოვეს და ჩვენთან, ბუნებრივია, პრობლემებით აღინიშნება. არ არის მაინცდამაინც დაახლოებული ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობასთან. მეტი არის აქ გასაკეთებელი, მეტია საჭირო და ამისთვის საჭიროა კონკრეტული ინსტრუმენტების შემუშავება და საჭიროა ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფერში სამოქალაქო საზოგადოების როლი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების როლი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობარი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ პროცესზე, რომელიც უკვე დაწყებულია, საუბარია დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავებაზე, ეს პროცესი უნდა წარიმართოს და წარიმართება სამოქალაქო საზოგადოებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობით. უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ ერთად განვიხილოთ სტრატეგიასთან დაკავშირებული საკითხები“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პარლამენტი, რომელიც მჭიდროდ ითანამშრომლებს მთავრობასთან. „ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, პარლამენტის აქტიური მონაწილეობა ამ საქმეში, რა თქმა უნდა, ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ მთავრობასთან, კერძოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ამ სტრატეგიის საშუალო ვადიანი დოკუმენტის მომზადების პროცესში და საბოლოო ჯამში, მთავარია, დოკუმენტი იყოს ხელშესახები, მან მოგვცეს მკაფიო ინდიკატორები იმისა, თუ რას უნდა მივაღწიოთ და ასეთ შემთხვევაში, საბოლოო მიზანი - დეცენტრალიზაციის მიზანი აუცილებლად შესრულდება. საჭიროა პოლიტიკური ნება, საჭიროა სწორი გააზრება საკითხის. ვფიქრობთ, რომ ორივე მიმართულებით გვაქვს რესურსი და იმედი გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.

დამსწრეებს მიმართა თბილისის მერმა, კახა კალაძემ და განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის გაძლიერება საჯარო მმართველობის რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. კახა კალაძემ დედაქალაქის მერიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესებში აქტიურად ჩაერთვებიან მოქალაქეები. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია სტრუქტურული რეფორმის განხორციელება.
„გვინდა, რომ მოქალაქეები აქტიურად იყონ ჩართული იმ პროცესების განხორციელებაში, რომლებსაც მომდევნო წლების განმავლობაში ვაპირებთ. ასევე, მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის სტრუქტურული რეფორმის განხორციელება, რომელიც უკვე დაწყებულია. ჩვენ ვხედავთ არსებულ სტრუქტურაში პრობლემებს, არსებულ ბიუროკრატიულ მანქანაში პრობლემებს და გვინდა, ეს ყველაფერი რეალურად შევცვალოთ, და შესაბამისად, თუ იქნება ამ მიმართულებით თანამშრომლობა, მზად ვართ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ქეთი ხუციშვილის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსით ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტი შეფასდა.

„ეს იყო კვლევა, რომელიც ჩატარდა ყველა მუნიციპალიტეტში. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი ერთიანი კრიტერიუმებითა და სტანდარტებით შეფასდა“,- განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 582
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია