დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო კონფერენციას “ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის“ უმასპინძლებს
ავტორი:
2017/დეკემბერი/03 13:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/xulordava.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/466443-saqarthvelos-parlamenti-saerthashoriso-konferencias-evrokavshiri-da-partniorebi-mravalferovneba-dzlieri-erthobisthvis-umaspindzlebs.html", "headline": "საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო კონფერენციას “ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერ...", "datePublished": "2017-12-03 09:02:22", "dateModified": "2017-12-03 09:02:22", "description": "4-5 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციას “ევროკავშირი და პარტნიო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/xulordava.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } 4-5 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციას “ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის“ უმასპინძლებს.

კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით გახსნიან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ნილს სკოტი.

როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კონფერენციის მსჯელობის საგანი იქნება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, მისი ურთიერთობა და ჩართულობა პარტნიორებთან, ამ თანამშრომლობის აწმყო და მომავალი.

“ეს საკითხები დღეს არსებული გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებით აქტუალურია. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ევროკავშირთან გვაქვს მიმდინარე თანამშრომლობის გეგმები. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირი კონცენტრირებულია შიდა პოლიტიკურ საკითხებზე, ზრუნავს იმაზე, რომ ბრექსიტის ფონზე შიდა რეფორმების გზით შეინარჩუნოს ერთობა. მის წინაშე დგას უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასთან დაკავშირებული გამოწვევები. სწორედ ამიტომ და ახლა მნიშვნელოვანია, საპარლამენტო პლატფორმის შექმნა, რომელიც შესაძლებლობებს მოგვცემს ჩვენ, საქართველოს პარლამენტს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, ასევე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, ერთად ვიმსჯელოთ ჩვენს საერთო მომავალზე“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

დისკუსიაში საქართველოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნები. წარმოდგენილი იქნება ოცამდე ქვეყნის ეროვნული პარლამენტებისა და ევროპარლამენტის წევრები. პოლიტიკოსებთან ერთად დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

თამარ ხულორდავას თქმით, ევროკავშირი არის სტაბილურობის განვითარების, მომავალზე ორიენტირებული სივრცის მაგალითი. “ბევრმა უკვე წარმატებით განვლო ევროკავშირთან ინტეგრაციის გზა, ზოგი ახლა არის შემდგარი ამ გზაზე, მათ შორის ჩვენც. ბევრ ქვეყანას აქვს პოლიტიკური ამბიცია, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. ზოგი მასთან დაახლოებისკენ მიისწრაფვის. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი საგარეო პრიორიტეტები ყველასთვის ცნობილია. ვიცით, რომ ძალა ერთობაშია. გვესმის, რომ პარტნიორებთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით უფრო კარგად შევძლებთ ვუპასუხოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და მეტად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების და თავდაცვისუნარიანობის დაცვას, უკეთესი მომავლის უზრუნველყოფას და ამ სტაბილურ გარემოში მეტ პირობას შევქმნით უკეთესი ეკონომიკური განვითარებისთვის“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით ტარდება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 594
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია