დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პედაგოგთა პროფკავშირები - საფრთხე იმისა, რომ თვითმმართველობები ბაგა-ბაღების ავტორიზაციის პროცესს გამოიყენებდნენ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, დასტურდება
ავტორი:
2017/დეკემბერი/02 18:30:02
../photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/pedagogta-mecnierta-profkavshili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/466392-pedagogtha-profkavshirebi-safrthkhe-imisa-rom-thvithmmarthvelobebi-baga-baghebis-avtorizaciis-process-gamoiyenebdnen-piradi-interesebidan-gamomdinare-dasturdeba.html", "headline": "პედაგოგთა პროფკავშირები - საფრთხე იმისა, რომ თვითმმართველობები ბაგა-ბაღების ავტორიზაციის პროცესს გამ...", "datePublished": "2017-12-02 14:26:03", "dateModified": "2017-12-02 14:26:03", "description": "საფრთხე იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების სტრუქტურები ბაგა-ბაღების ავტორიზაციის პროცესს გამო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/pedagogta-mecnierta-profkavshili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საფრთხე იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების სტრუქტურები ბაგა-ბაღების ავტორიზაციის პროცესს გამოიყენებდნენ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე დასტურდება, - ამის შესახებ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია საუბარი, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლებს ეგზავნებათ ოფიციალური წერილები, მოსალოდნელი რეორგანიზაციის, ან მოსალოდნელი ლიკვიდაციის წარმოების დაწყების შესახებ.

,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია საბავშვო ბაგა-ბაღების ეტაპობრივი ავტორიზაცია, 2018 წლის 31 დეკემბრამდე. საფრთხე იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების სტრუქტურები ავტორიზაციის პროცესს გამოიყენებდნენ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე და დაიწყებდნენ საბავშვო ბაგა-ბაღების დირექციისა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებებს, დასტურდება. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირში (სპმთპ) შემოვიდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლებს ეგზავნებათ ოფიციალური წერილები, მოსალოდნელი რეორგანიზაციის, ან მოსალოდნელი ლიკვიდაციის წარმოების დაწყებისა და აქედან გამომდინარე-„შრომითი ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ.“ გამაფრთხილებელ წერილებში სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი და შრომის კოდექსის 38-ე, 37-ე მუხლები.

,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ (01/10/2017), მუნიციპალიტეტებში დაიწყო მთელი რიგი პროცესები, რაც დაკავშირებულია სკოლამდელი დაწესებულებების სამართლებრივი ფორმის ცვლილებასთან (ააიპ-ით დაფუძნებასთან). ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მუნიციპალიტეტებს დაგეგმილი აქვთ საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლების შეცვლა მათთვის სასურველი კადრებით. ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია შემუშავდეს სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაციის დოკუმენტი, რაც ჯერ არ დამტკიცებულა და გაურკვეველია, რით ხელმძღვანელობენ ზოგიერთი მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირები.

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირისთვის დაუშვებელია ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის გამოყენება დასაქმებულთა უფლებების დარღვევის მიზნით. ეს კანონი ითვალისწინებს საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებული მდგომარეობის რადიკალურად გაუმჯობესებას. სკოლამდელი დაწესებულებების რეორგანიზაცია და ეტაპობრივი ავტორიზაცია გულისხმობს, არა სამუშაო ძალების შემცირებას ავტომატურად, არამედ, პირიქით, აუცილებელი ხდება სამუშაო ძალის დამატება და ახალი თანამდებობების შექმნა თითოეულ დაწესებულებაში.

მივმართავთ, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, მკაცრი კონტროლი დააწესონ ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესრულებაზე და არ დაუშვან დასაქმებულთა უფლებების დარღვევა.

მოვუწოდებთ, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებს, თავი შეიკავონ უკანონო ქმედებების განხორციელებისგან და შეწყვიტონ, შრომითი ხელშეკრულებების მოსალოდნელი შეწყვეტის თაობაზე, კანონსაწინააღმდეგო წერილების დაგზავნა.

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი აკვირდება მიმდინარე პროცესებს და დარღვევის ყველა კონკრეტულ ფაქტზე ექნება მწვავე რეაქცია, კანონით გათვალისწინებული ყველა მეთოდისა და პროტესტის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით“, - ნათქვამია განცხადებაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 583
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია