დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით უმრავლესობა მთავრობასთან ხვალ კონსულტაციას გამართავს
ავტორი:
2017/დეკემბერი/01 17:30:02
../photo/2015_02/0/ocneba-ofisi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/466250-struqturul-cvlilebebthan-dakavshirebith-umravlesoba-mthavrobasthan-khval-konsultacias-gamarthavs.html", "headline": "სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით უმრავლესობა მთავრობასთან ხვალ კონსულტაციას გამართავს", "datePublished": "2017-12-01 13:36:20", "dateModified": "2017-12-01 13:36:20", "description": "აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან და ამ მიმართულებით მომზადებულ საკან...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0/ocneba-ofisi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან და ამ მიმართულებით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით ხვალ უმრავლესობა მთავრობასთან კონსულტაციას გამართავს.

წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრა პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით გაიმართება.

როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, განხილვის მთავარი თემა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები იქნება, რაზეც მმართველ გუნდში წინააღმდეგობრივი პოზიციები გამოიკვეთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კი, უარყოფითი დასკვნა დადო.

მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა პარლამენტმა მთავრობის მოთხოვნით დაჩქარებული წესით დაიწყო, მაგრამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცვლილებების განხილვა მომავალი კვირისთვის გადადო.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 671
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია