დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ სააკაშვილი - დიდხანს ოცნება საშიშია, გაიყინები და დაიღუპები
ავტორი:
2013/ოქტომბერი/05 20:00:03
საქართველოს პრეზიდენტმა პარტიის წევრებს საპრეზიდენტო არჩევნებში დავით ბაქრაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. როგორც სააკაშვილმა სპორტის სასახლეში გამართულ ყრილობაზე განაცხადა, მოხარულია, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მომენტში, ისევ ერთად არიან, რათა მწყობრად ჩამოაყალიბონ მტკიცე მხარდაჭერა დავით ბაქრაძის მიმართ.
"ვიმსჯელოთ ჩვენ ქვეყანაზე, ჩვენს მომავალზე და ამ მხრივ დათოს კანდიდატურა ძალიან მნიშვნელოვანია. მას შემდეგ რაც თქვენ იხილეთ, როგორი უნდა იყოს ან არ უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? უნდა იყოს თუ არა რომელიმე ქვეყნის მარიონეტი, მითუმეტეს დამპყრობლის, ან მდიდარი ადამიანი? თუ დამოუკიდებლად მოაზროვნე პიროვნება? გაეროში ვიყავი. დავსვათ კითხვა _ არსებულ კანდიდატთაგან ვინ უნდა გამოვიდეს გენერალური ასამბლეის შემდგომ 5 სესიაზე ისინი თუ ეს კაცი?", _ განაცხადა სააკაშვილმა დავით ბაქრაძეზე.
საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ახლახანს მყინვარწვერზე მისი ასვლის შესახებ, სადაც არსებობდა გადაჩეხვის საფრთხე. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა არის მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა, როგორც ეს ილია ჭავჭავაძე თქვა.
"მოძრაობა არის ის, რაც გვიცავს დაღუპვისგან, როცა იღლები. 9 წელიწადი დაღლისთვის საკმარისი იყო. შეიძლება ჩამოჯდე ქვაზე, ოცნებას მიეცე. დიდხანს ოცნება საშიშია, გაიყინები და დაიღუპები" - აღნიშნა სააკაშვილმა და დასძინა, "ნაციონალური მოძრაობა" გადარჩა, გარდაიქმნა და ახალი ფორმით წარდგა.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც რეგიონებში იმყოფებიან და მათ ჩვენი ქვეყნის მაგარი ქართველები და მაგარი მოქალაქეები უწოდა.
"მინდა ქედი მოვიხარო თქვენს წინაშე", _ აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განაცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენა არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ საქართველო გადავიდა თავისი განვითარების ახალ ევროპულ ერაზე.
"მმართველი პარტია ნებაყოფლობით ტოვებს მმართველობას და ხდება ის, რომ სამთავრობო ბერკეტების შემდეგ, პარტია არ გაქრა, არ გადაიჩეხა ისტორიულ ნაპრალში. ერთ საიდუმლოს გაგიზიარებთ, იმ საღამოს ბევრისთვის ტრაგიკულ საღამოს, როდესაც ჩემ თავზე ავიღე და ისე არავის არ ვკითხე, რომ გამომეცხადებინა არჩევნების შედეგები, საიდუმლო უნდა გითხრათ, ვიყავი მძიმე და ოპტიმისტურ ხასიათზე, იმიტომ, რომ ჩემს თავს ვუთხარი, ეს არის უკან მობრუნების გზის ახალი დასაწყისი", _ დასძინა სააკაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1041
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია