დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აკაკი ბობოხიძე გარემოსდაცვით ორგანიზაციებს - ხომ გეუბნებოდით, რომ მოგენატრებოდით
ავტორი:
2017/ნოემბერი/29 18:30:02
../photo/2015_02/0-00-1DEC-2016/boboxidze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/465788-akaki-bobokhidze-garemosdacvith-organizaciebs-khom-geubnebodith-rom-mogenatrebodith.html", "headline": "აკაკი ბობოხიძე გარემოსდაცვით ორგანიზაციებს - ხომ გეუბნებოდით, რომ მოგენატრებოდით ", "datePublished": "2017-11-29 14:30:14", "dateModified": "2017-11-29 14:30:14", "description": "წინა ხელისუფლებამ გარემოს დაცვის მიმართულებით არც თუ ისე სასურველი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ ამასთან ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1DEC-2016/boboxidze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } წინა ხელისუფლებამ გარემოს დაცვის მიმართულებით არც თუ ისე სასურველი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ ამასთან შედარებით, ათჯერ უფრო უკეთესი მდგომარეობა იყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

”დღეს გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხუმრობით ვუთხარი: - ხომ გეუბნებოდით, ამათთან შედარებით მოგენატრებითთქო. ჩვენ გარემოს დაცვის სამინისტრო არ გაგვიუქმებია. მეტსაც გეტყვით, მაშინ ლიცენზიებს ეკონომიკის სამინისტრო გასცემდა, ოღონდ ეკონომიკის სამინისტრო წიაღისეულის მეპატრონე არ იყო. ამასთან შედარებით ის მდგომარეობა გაცილებით უკეთესი იყო. დღეს გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ვაერთიანებთ. ხმები გამოვიდა, რომ ვიღაცას სამინისტროს მენეჯმენტი არ მოსწონდა - არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ როგორც ჩვენი კოლეგები ამბობენ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ასეთი პასუხი უთხრა. ყოვლად უმსგავსო პოზიცია, როცა ერთი მინისტრი მეორე მინისტრზე ასეთ რაღაცას ამბობს, მაგრამ თუკი მენეჯმენტშია პრობლემა, სამინისტროს არ უნდა ვაუქმებდეთ”, - განაცხადა ბობოხიძემ გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე.

მან აქვე აღნიშნა, რომ სოფლის მეურმეობის სამინისტრო ყველაზე წარუმატებელი სამინისტროა და სტატისტიკის მიხედვით, სოფლის მეურნეობაში არანაირი ზრდა არ არის.

მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე წარადგენს.

კომიტეტის სხდომაზე მოწვეული არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 622
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია