დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დიმიტრი ქუმსიშვილი - ინვესტორებს მოვუწოდე, მონაწილეობა მიიღონ ლოგისტიკური ცენტრების ტენდერში, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 170 მლნ დოლარამდეა
ავტორი:
2017/ნოემბერი/29 13:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/qumsishviliiiiiiiiiiiiiiiii.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/465657-dimitri-qumsishvili-investorebs-movutsode-monatsileoba-miighon-logistikuri-centrebis-tendershi-romlis-jamuri-sainvesticio-moculoba-170-mln-dolaramdea.html", "headline": "დიმიტრი ქუმსიშვილი - ინვესტორებს მოვუწოდე, მონაწილეობა მიიღონ ლოგისტიკური ცენტრების ტენდერში, რომლის...", "datePublished": "2017-11-29 09:09:57", "dateModified": "2017-11-29 09:09:57", "description": "მე მოვუწოდე ინვესტორებს, მონაწილეობა მიიღონ ლოგისტიკური ცენტრების ღია გამოცხადებულ ტენდერში, რომლის ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/qumsishviliiiiiiiiiiiiiiiii.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მე მოვუწოდე ინვესტორებს, მონაწილეობა მიიღონ ლოგისტიკური ცენტრების ღია გამოცხადებულ ტენდერში, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 170 მილიონ დოლარამდეა, - ამის შესახებ პირველმა ვიცე - პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელის - „გამოიყენე საინვესტიციო შესაძლებლობები“ დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა, რომელიც „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ გააჩნია, ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა.

„ჯერ კიდევ გუშინ შეიხმა ნაჰაიანმა განაცხადა თავისი ინვესტიციების გაორმაგების განზრახულობაზე. მას დღეს საქართველოში განხორციელებული აქვს 150-დან 200 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ დამატებით კიდევ 150-დან 200 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია გვქნება მხოლოდ აღნიშნული ჯგუფიდან. დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო დისკუსია გვქონდა ინვესტიციებთან დაკავშირებით, ქვეყნის მიმზიდველობის მიმართულებით. დღეს ჩვენი ქვეყანა ძალიან მიმზიდველია დაწყებული მაღალი ტექნოლოგიებით, ისეთი როგორცაა ბლოკჩეინი, როგორიცაა მაგალითად, ტურიზმის მიმართულება. დღეს მე მოვუწოდე ინვესტორებს მონაწილეობა მიიღონ ლოგისტიკური ცენტრების ღია გამოცხადებულ ტენდერში, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 170 მილიონ დოლარამდეა და 2 ლოგისტიკური ცენტრი უნდა აშენდეს ერთი ქუთაისის და კიდევ ერთი თბილისის მახლობლად. მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო მზადაა ინვესტორს გადასცეს თბილისის მახლობლად 80 ჰექტრამდე, ხოლო ქუთაისის მახლობლად 60 ჰექტრამდე და ამასთან, საპარტნიორო ფონდი მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ პროექტში. ძალიან მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომლითაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ინვესტიციების მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, ეს არის ბიზნესგარემო, საგადასახადო გარემო და ასევე ყველა ის პროექტი, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“ და მასთან ასოცირებული პროექტები“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 787
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია