დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ბესელია ახმედ ჩატაევზე - ნუ იჩქარებთ, შეიძლება პასუხისმგებლობის საკითხები ცოტა უფრო შორს ვეძებოთ
ავტორი:
2017/ნოემბერი/28 11:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/beselia2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/465346-eka-beselia-akhmed-chataevze-nu-ichqarebth-sheidzleba-pasukhismgeblobis-sakithkhebi-cota-ufro-shors-vedzeboth.html", "headline": "ეკა ბესელია ახმედ ჩატაევზე - ნუ იჩქარებთ, შეიძლება პასუხისმგებლობის საკითხები ცოტა უფრო შორს ვეძებოთ", "datePublished": "2017-11-28 07:02:41", "dateModified": "2017-11-28 07:02:41", "description": "ნუ იჩქარებთ, შეიძლება პასუხისმგებლობის საკითხები ცოტა უფრო შორს ვეძებოთ და ნუ დავიწყებთ შეფასებების ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/beselia2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ნუ იჩქარებთ, შეიძლება პასუხისმგებლობის საკითხები ცოტა უფრო შორს ვეძებოთ და ნუ დავიწყებთ შეფასებების გაკეთებას ბოლოდან, - ასე უპასუხა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, აიღებს თუ არა მმართველი გუნდი პასუხისმგებლობას მომხდარზე, თუკი მოკლული ტერორისტი ახმედ ჩატაევი აღმოჩნდება. ბესელია ყველას ურჩევს, გამოძიების დასრულებას დაელოდოს.

დეპუტატმა განცხადება ნდობის ჯგუფის სხდომის დაწყებამდე გააკეთა, რომელზეც, მისივე განმარტებით, საუბარი მომავალ საქმიანობას, პრიორიტეტებს და ბოლო მოვლენას, სპეცოპერაციას შეეხება.

ბესელიას თქმით, სავარაუდოდ დაიგეგმება ამ საქმესთან დაკავშირებით ის საკითხი, თუ რა ფორმატში იქნება შემდგომში ჯგუფის წევრებსა და შესაბამის უწყებებს შორის ინფორმაციის გაზიარება.

"სხვა საკითხებთან ერთად დღეს ვისაუბრებთ სპეცოპერაციაზე. ვიდრე ვინმე თავს ბრალდებების უფლებას მისცემს, ცოტა მეტი მოთმინება უნდა ვიქონიოთ, უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, ეს არის ის წესი, რომელსაც ყველა ქვეყანაში იცავს ყველა და მათ შორის მედიაც. რაც შეეხება იმას, თუ ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ნუ იჩქარებთ, შეიძლება პასუხისმგებლობის საკითხები ცოტა უფრო შორს ვეძებოთ და ნუ დავიწყებთ შეფასებების გაკეთებას ბოლოდან, ყველაფერს აქვს საწყისები და სათავე. მე შევეცდები, რომ ინფორმაციები, რომელსაც ჩვენ ველოდებით და ვიღებთ პერიოდულად, მოგაწოდოთ იმისთვის, რომ კარგად დავინახოთ ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურდება ის გვარები, რომელიც სახელდება. ზედმეტი სიჩქარე უფრო მეტ ეჭვებს ბადებს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ასეთივე უსაფუძვლო ბრალდებით გამოდის”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი შეფასებით, კარგია, რომ ჯგუფის პირველი შეხვედრა შედგა და მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ მისი სრული ფორმირება ვერ მოხდა.

თემა: სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 589
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია