დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტის თავმჯდომარის სურვილია, ომბუდსმენის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი ხვალვე ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს შეხვდეს
ავტორი:
2017/ნოემბერი/27 20:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kobaxidze.png { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/465270-parlamentis-thavmjdomaris-survilia-ombudsmenis-postze-tsardgenili-kandidati-khvalve-yvela-saparlamento-politikur-jgufs-shekhvdes.html", "headline": "პარლამენტის თავმჯდომარის სურვილია, ომბუდსმენის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი ხვალვე ყველა საპარლამენტო...", "datePublished": "2017-11-27 16:27:24", "dateModified": "2017-11-27 16:27:24", "description": "ნინო ლომჯარია ძალიან კარგი სახალხო დამცველი იქნება, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kobaxidze.png", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ნინო ლომჯარია ძალიან კარგი სახალხო დამცველი იქნება, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძემ გამოხატა სურვილი, რომ ომბუდსმენის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი ხვალვე ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს შეხვდეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტება უმცირესობის მისამართითაც გააკეთა და განაცხადა, რომ ლომჯარია შეირჩა არა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასახელებულ ოთხ კანდიდატს შორის, არამედ შეირჩა შვიდი კანდიდატიდან, რომელთა შესახებაც უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელეს.

კობახიძე “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო რატიანის დღევანდელ განცხადებასაც გამოეხმაურა, როცა ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ ლომჯარია სახელმწიფო თანამდებობაზე ყოფნისას ხელისუფლების კრიტიკით არ გამოირჩეოდა.

“კანდიდატის შერჩევის პრინციპი არ იყო ის, რომ ჩვენ არასამთვრობო სექტორმა ე.წ. შორთლისტი მოგვაწოდა და ამ “შორთლისტიდან“ საუკეთესო კანდიდატი ავარჩიეთ. პრინციპი იყო ის, რომ უმრავლესობამ განიხილა კანდიდატები და ის კანდიდატი შეარჩია, რომელიც საკუთარი პასუხისმგებლობით წარადგინა. შესაბამისად, გასაუბრება ვერც ოთხ და ბუნებრივია, ვერც შვიდ კანდიდატთან ვერ მოხდებოდა. ეს არის პოლიტიკური პროცესი და ძალიან კარგია, რომ ჩვენი და სამოქალაქო სექტორის პოზიციები ერთმანეთს დაემთხვა. რაც შეეხება ნინო ლომჯარიას, სამწუხაროდ, მას შეუტიეს. კერძოდ, საუბარია, რომ როცა ნინო ლომჯარია გენერალური აუდიტორის მოადგილე იყო, ის ხელისუფლებას არ აკრიტიკებდა. იმისათვის, რომ ეჭვი შევიტანოთ ამ ლოგიკაში, უნდა წავიკითხოთ “სახელმწიფო აუდიტის შესახებ“ კანონი და უნდა გავეცნოთ გენერალური აუდიტორის მოადგილის სტატუსსა და უფლებამოსილებას. მაშინ მივხვდებით, რატომ არ აკრიტიკებდა გენერალური აუდიტორის მოადგილე ხელისუფლებას. ნინო ლომჯარია უსამართლოდ გააკრიტიკეს და ეს არ არის კარგი დასაწყისი მომავალი სახალხო დამცველის კარიერის დაწყებისთვის. ნინო ლომჯარია იყო აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე. ის არ იყო პარლამენტის მიერ არჩეული, ის იყო დანიშნული იმ გენერალური აუდიტორის მიერ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა არა წინა, არამედ იმის წინა პარლამენტმა“, - განაცხადა კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

გარდა ამისა, როგორც ბიუროს სხდომაზე ითქვა, საერთაშორისო ორგანიზაციები მიესალმენენ სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას წარდგენას.

საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატად ნინო ლომჯარია საპარლამენტო უმრავლესობამ წარადგინა. ლომჯარიას წარდგენას ხელს აწერს: საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ფრაქცია “ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკია, ფრაქცია “ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე, ფრაქცია “ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე, ფრაქცია “ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გოგი მეშველიანი, ფრაქცია “ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 608
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია