დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ტყემალაძე - ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 60 მლნ ლარი იმ დაპირებების განხორციელებას მოხმარდება, რომლებსაც კახი კალაძე მმართველ გუნდთან ერთად აანონსებდა
ავტორი:
2017/ნოემბერი/27 14:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/tyemaladze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/465185-giorgi-tyemaladze-centraluri-biujetidan-gamoyofili-60-mln-lari-im-dapirebebis-gankhorcielebas-mokhmardeba-romlebsac-kakhi-kaladze-mmarthvel-gundthan-erthad-aanonsebda.html", "headline": " გიორგი ტყემალაძე - ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 60 მლნ ლარი იმ დაპირებების განხორციელებას მოხმა...", "datePublished": "2017-11-27 10:06:28", "dateModified": "2017-11-27 10:06:28", "description": "თბილისის 2018 წლის ბიუჯეტი 60 მილიონი ლარით გაიზრდება, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/tyemaladze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თბილისის 2018 წლის ბიუჯეტი 60 მილიონი ლარით გაიზრდება, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა. მისი თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტი ცენტრალური მთავრობის მიერ გამოყოფილი 60-მილიონიანი ტრანსფერის ხარჯზე გაიზრდება და აღნიშნული თანხა, ძირითადად, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება.

საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, 60 მილიონი ლარი, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით გამოიყოფა, იმ წინასაარჩევნო დაპირებების განხორციელებას მოხმარდება, რომლებსაც კახი კალაძე, მმართველ გუნდთან ერთად, აანონსებდა.

„აღნიშნული პროექტები გულისხმობს, როგორც მეტროს სადგურებისა და მატარებლების მოდერნიზაციას, ასევე დედაქალაქის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობას,“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მისივე თქმით, 2018 წელი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 673
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია