დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვანო მერაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელ ყრილობას მიესალმება
ავტორი:
2013/ოქტომბერი/05 15:30:08
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელ ყრილობას მიესალმება. ამის შესახებ მერაბიშვილის "ფეისბუქის" გვერდზეა აღნიშნული.
"მინდა მივესალმო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელ ყრილობას და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მასზე წარმოდგენილ პარტიის დელეგატებს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ იქნება პარტიის ერთ-ერთი რიგითი ყრილობა. დღევანდელ შეხვედრაზე უნდა დამტკიცდეს პარტიის ახალი წესდება, რომელიც წარმოადგენს პარტიის გაჯანსაღებისკენ და უფრო მეტი დემოკრატიულობისკენ და გამჭვირვალობისკენ გადადგმულ დიდ ნაბიჯს.
ახალი წესდებით პარტია გადავა მართვის სრულიად ახალ სისტემაზე, სადაც ყველა მმართველობითი რგოლის წარმომადგენელი იქნება არჩეული, რაც საშუალებას მისცემს პარტიის თითოეულ წევრს უფრო მეტად იყოს ჩართული გადაწყვეტილებების მიღებაში და შესაბამისად მეტი პასუხისმგებლობა აიღოს მიღებულ გადაწყვეტილებებზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილებებით და მათ საფუძველზე მომავალი საქმიანობით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დაამტკიცებს, რომ წარმოადგენს საქართველოში ყველაზე პროგრესულ, დემოკრატიულ და გამჭვირვალე პარტიას.
მინდა წარმატება ვუსურვო დღევანდელი ყრილობის ყველა მონაწილეს, პარტიაში ყველა პოზიციაზე ახლად არჩეულ პირს და პარტიის ყველა მხარდამჭერს", - აღნიშნულია მიმართვაში.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1205
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია