დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს ხვალ წარედგინება
ავტორი:
2017/ნოემბერი/26 19:00:03
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/kobaxidzeparlamenti-1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/465061-mthavrobis-struqturul-reorganizaciasthan-dakavshirebuli-sakanonmdeblo-paketi-parlamentis-biuros-khval-tsaredgineba.html", "headline": "მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს ხვალ წა...", "datePublished": "2017-11-26 15:00:21", "dateModified": "2017-11-26 15:00:21", "description": "მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიურ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/kobaxidzeparlamenti-1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე იქნება ინიცირებული. კანონებში დაგეგმილი ცვლილებების პროექტები პარლამენტში უკვე შესულია და მათ განხილვას მთავრობა დაჩქარებული წესით ითხოვს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, უქმდება ოთხი სამინისტრო - ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროები და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

სტრუქტურული ცვლილებების პაკეტის თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი;

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი;

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი;

გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

კანონის მიღების შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.

დაგეგმილია უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაუქმება, შინაგან საქმეთა სამინისტროდან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გამოყოფა და მათ ბაზაზე ერთიანი სამსახურის შექმნა, რომელიც პრემიერ-მინისტრის უშუალო გაქვემდებარებაში იქნება.

მთავრობა გამოდის ინიციატივით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შეუერთდეს დაზვერვის სამსახური.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 648
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია