დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებით მთავრობამ უწყებათაშორისი საბჭო შექმნა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/05 15:00:02
მთავრობამ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი საბჭო შექმნა.
მთავრობის შესაბამისი დადგენილების თანახმად, უწყებათაშორის საბჭოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი უხელმძღვანელებს, მის შემადგებლობაში შედიან იუსტიციის მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი, მთავრობის საპარლამენტო მდივანი. საბჭოში მოწვეული წევრის სტატუსით იმუშავებენ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე.
საბჭოს ამოცანებად განისაზღვრა: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვისა და აუქციონის ფორმით პრივატიზებასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების, მათ შორის, საპრივატიზებო პირობების განხილვა, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და უფლებამოსილი ორგანოსთვის წარდგენა; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის ფორმით ან მის გარეშე, სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების განხილვა, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და უფლებამოსილი ორგანოსთვის წარდგენა; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების განკარგვასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა.
უწყებათაშორისმა საბჭომ მთავრობის სხდომებზე პერიოდულად უნდა წარადგინოს ინფორმაცია, თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1256
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია