დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მარიამ ჯაში - უმრავლესობის შეჯერებული პოზიციაა, რომ ნინო ლომჯარია იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სახალხო დამცველი
ავტორი:
2017/ნოემბერი/25 11:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAGVISTO/jashi_db91a.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/464936-mariam-jashi-umravlesobis-shejerebuli-poziciaa-rom-nino-lomjaria-iqneba-erth-erthi-sauketheso-sakhalkho-damcveli.html", "headline": "მარიამ ჯაში - უმრავლესობის შეჯერებული პოზიციაა, რომ ნინო ლომჯარია იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სახალხო ...", "datePublished": "2017-11-25 07:39:23", "dateModified": "2017-11-25 07:39:23", "description": "განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში იმედოვნებს, რომ ნინო ლომჯარია...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGVISTO/jashi_db91a.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში იმედოვნებს, რომ ნინო ლომჯარია იქნება ერთ-ერთი საუკეთესო, გამორჩეული სახალხო დამცველი საქართველოში.

როგორც ჟურნალისტებს მარიამ ჯაშმა განუცხადა, ნინო ლომჯარიას გარდა ამ პოსტზე არასამთავრობო სექტორმა რამდენიმე ღირსეული კანდიდატი წარმოადგინა.

“უმრავლესობის შეჯერებული პოზიცია გახლდათ, რომ ნინო ლომჯარია იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სახალხო დამცველი, მას აქვს გამოცდილება საჯარო და არასამთავრობო სექტორში, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და ფინანსური აუდიტის თვალსაზრისით. ოთხივე კანდიდატი, რომელიც მესამე სექტორის მხრიდან იყო დასახელებული, ნამდვილად ღირსეული კანდიდატები იყვნენ მნიშვნელოვანი გამოცდილებით, თუმცა აქ საუბარი იყო უპირატესობებზე, რომელიც კონკრეტული გამოცდილების თვალსაზრისით იქნებოდა გასათვალისწინებელი”, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურა დაასახელა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 605
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია