დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ ჯანელიძე - ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური ასოცირების დღის წესრიგი და ვაპირებთ იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე ამას ასოცირების შეთანხმება მოითხოვს
ავტორი:
2017/ნოემბერი/24 23:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/janelidze-3.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/464859-mikheil-janelidze-chven-gvaqvs-dzalian-ambiciuri-asocirebis-dghis-tsesrigi-da-vapirebth-imaze-metis-gakethebas-vidre-amas-asocirebis-shethankhmeba-moithkhovs.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძე - ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური ასოცირების დღის წესრიგი და ვაპირებთ იმაზე მეტის გაკეთ...", "datePublished": "2017-11-24 19:01:43", "dateModified": "2017-11-24 19:01:43", "description": "ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური ასოცირების დღის წესრიგი და ვაპირებთ იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე ამას ა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/janelidze-3.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური ასოცირების დღის წესრიგი და ვაპირებთ იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე ამას ასოცირების შეთანხმება მოითხოვს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მე-5 სამიტის მსვლელობისას, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა სამიტის უდიდეს პოტენციალსა და მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა შეკრებას საქართველოსთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, სამომავლო გეგმების დასახვასთან ერთად.

„საქართველო სამიტზე წარდგა, როგორც წარმატებული და სამაგალითო ქვეყანა, რომლის ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს მხარს უჭერს როგორც ევროკავშირი, ისე ევროკავშირის წევრი ქვეყნები“, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველო მზად იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვის და გახდეს ევროპული ტრანსფორმაციის მოწინავე ქვეყანა. „ამით საქართველომ თავისი ევროპული მომავლის უზრუნველყოფა უნდა შეძლოს“, - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” რიგით მე-5 სამიტში მონაწილეობს. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 581
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია