დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში ლატვიის პრეზიდენტ რაიმონდს ვეიონისს შეხვდა
ავტორი:
2017/ნოემბერი/24 20:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/veionisikvirikashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/464839-giorgi-kvirikashvili-briuselshi-latviis-prezident-raimonds-veioniss-shekhvda.html", "headline": "გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში ლატვიის პრეზიდენტ რაიმონდს ვეიონისს შეხვდა", "datePublished": "2017-11-24 16:09:22", "dateModified": "2017-11-24 16:09:22", "description": "საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში ლატვიის პრეზიდენტ რაიმონდს ვეიონისს შეხვდ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/veionisikvirikashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში ლატვიის პრეზიდენტ რაიმონდს ვეიონისს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემები სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა, 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები იყო.

ხაზი გაესვა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებულ იმპლემენტაციას. ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალზე.

შეხვედრისას, ასევე საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებს. პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ლატვიის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 620
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია