დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიგა ბოკერია - არ შეიძლება პრემიერ-მინისტრმა "მცოცავ ოკუპაციას" "უბრალო გაუგებრობა" უწოდოს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/05 11:30:02
უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ "საბჭოთა რუკას", რომლითაც რუსეთი ხელმძღვანელობს, ერთი ცუდი თვისება აქვს – თვითონ იცვლის ადგილმდებარეობას.
როგორც ბოკერიამ გადაცემა "ღია ეთერში" განაცხადა, სწორედ ამ თვისების გამო საქართველოს წინაშე მცოცავ ოკუპაციასთან ერთად არსებობს წმინდა წყლის სტრატეგიული საფრთხეები.
"მცოცავი ოკუპაციის გაგრძელების საფრთხე ნამდვილად არსებობს. ამის გარდა ჩვენ გვაქვს წმინდა წყლის სტრატეგიული საფრთხეები - თუკი რუსეთს მიეცემა შესაძლებლობა იგივე არალეგიტიმური ლოგიკით გააგრძელოს საბჭოთა რუკების მიხედვით მოქმედება და გაყვეს ცხინვალის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ საზღვარს, ანუ ოკუპაციის ხაზი გადმოსწიოს, ამაში მოყვება სტრატეგიული ინფრასტრუქტურა – ბაქო-სუფსის მილსადენი, "ქართლი 2" და ა.შ. ეს ხაზი შეიძლება მალე მოვიდეს სტრატეგიულ ხაზთან _ ჩვენს მთავარ მაგისტრალთან, თან საბჭოთა რუსკებს აქვთ ერთი ცუდი თვისება – ისინი თვითონ იცვლიან ადგილმდებარეობას. ეს საფრთხე არსებობს და უნდა გვესმოდეს, რომ ეს არაა მხოლოდ ცალკეული ადამიანების ტრაგედია. თუ რეაქცია არ იქნება ადეკვატური დღესვე და ამაში არ ვგულისხმობ საომარ მოქმედებას, ეს აგრესია გაგრძელდება", - განაცხადა ბოკერიამ. მისივე თქმით, საფრთხეების თავიდან ასაცილებლად არსებობს რამდენიმე აუცილებლობა, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს საქართველოს ხელისუფლება.
"შემიძლია დავიწყო იმით, რა არ უნდა ვქნათ – არ შეიძლება პრემიერ-მინისტრმა ამ პრობლემას უწოდოს "უბრალო გაუგებრობა", არ შეიძლება პრემიერმა საერთაშორისო ტრიბუნაზე გამოსვლისას თქვას, რომ "პრობლემაა, მაგრამ ვყლაპავ", რადგან ჩვენი მთავარი ინსტრუმენტია საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე. ეს არაა გარანტია, როგორც მინიმუმ აფერხებს აგრესიას. თუ პრემიერი თავად უწოდებს ამას "უბრალო გაუგებრობას", არ შეიძლება გვქონდეს მოლოდინი, რომ ჩვენი თუნდაც საუკეთესო მეგობრები ჩვენზე პატრიოტები იქნებიან ჩვენი ქვეყნის... ტერიტორიაზე, სადაც არ არსებობს რუსეთის მჭიდროდ განლაგებული ჯარი, შესაძლებლობა არსებობს მისთვის ხელის შეშლის, ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს ხდებოდა", - აღნიშნა უშიშროების საბჭოს მდივანმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 950
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია