დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლელა ქიტესაშვილი - თამაზ მეჭიაური ვერ გამოდის იმ ბოღმიდან, რაც ზაქარია ქუცნაშვილის მიმართ ამ წლების განმავლობაში ამოძრავებს
ავტორი:
2017/ნოემბერი/22 14:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/qitesashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/464368-lela-qitesashvili-thamaz-metciauri-ver-gamodis-im-boghmidan-rac-zaqaria-qucnashvilis-mimarth-am-tslebis-ganmavlobashi-amodzravebs.html", "headline": "ლელა ქიტესაშვილი - თამაზ მეჭიაური ვერ გამოდის იმ ბოღმიდან, რაც ზაქარია ქუცნაშვილის მიმართ ამ წლების ...", "datePublished": "2017-11-22 10:24:26", "dateModified": "2017-11-22 10:24:26", "description": "სამწუხაროდ, თამაზ მეჭიაური ვერ გამოდის იმ ბოღმიდან, რაც ზაქარია ქუცნაშვილის მიმართ ამ წლების განმავლ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/qitesashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სამწუხაროდ, თამაზ მეჭიაური ვერ გამოდის იმ ბოღმიდან, რაც ზაქარია ქუცნაშვილის მიმართ ამ წლების განმავლობაში ამოძრავებს, - ამის შესახებ თიანეთის მერობის კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა განაცხადა. ის თამაზ მეჭიაურის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, თიანეთის გამგეობამ დეპუტატის რესტორანს ტაშ-ფანდურის და ერთი ოფიციალური სადილისთვის 8 ათას ლარზე მეტი გადაურიცხა.

ლელა ქიტესაშვილის თქმით, აღნიშნული თანხა გამოყენებული იყო „თიანეთობასთან“ დაკავშირებული ღონისძიებების გამართვისთვის.

„მეჭიაური ამბობს, ქუცნაშვილის კანტორაში გადაირიცხა თანხა. ჩვენ რამდენიმე კვების ობიექტთან გვქონდა ხელშეკრულება ამ წლების განმავლობაში. ესაა თანხა, რომელიც სტუმრების მასპინძლობისთვის, უცხოელი სტუმრის ვიზიტისთვის და სხვა საჭიროებებისთვის იხარჯება. ის საუბრობს „თიანეთობაზე“, „თიანეთობა“ ყველაზე დიდი სახალხო დღესასწაული გვაქვს, რომელიც თიანეთის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ძალიან ბევრი სტუმარი გვყავდა წელსაც, სწორედ წელს მოხდა ლაუნჯისთვის თანხის ჩარიცხვა, რადგან დანარჩენმა კვების ობიექტებმა ვერ მოახერხეს ამ რაოდენობის სტუმრის მასპინძლობა“, - განაცხადა ლელა ქიტესაშვილმა.

მისივე თქმით, „თიანეთობაზე“ ძალიან ბევრი სტუმარი იყო, მათ შორის ოფიციალური პირებიც და სწორედ ამ დღესასწაულთან დაკავშირებით მოხდა თანხის გადარიცხვა კვების ობიექტისთვის.

თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა ამავე მუნიციპალიტეტის მერიის სარესტორნო ხარჯთან დაკავშირებით დოკუმენტი გამოაქვეყნა. როგორც მეჭიაური აცხადებს, გამგეობამ დეპუტატის რესტორანს 8 205 ლარი გადაურიცხა.

„გამგეობის ერთ-ერთი გადარიცხვა დეპუტატის რესტორანს, თავისივე ტაშ-ფანდურისთვის...ჩვენი „კაპოტი“ კი შეშურდათ..."პურის მჭამელი" გოგო-ბიჭები...“, – წერს მეჭიაური და დამადასტურებელ დოკუმენტსაც აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2017 წლის 12 აგვისტოს გამგეობამ მიღებისა და ოფიციალური სადილისთვის ამხანაგობა „ერწოს იდილიას“ 8 ათას ლარზე მეტი გადაურიცხა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 626
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია