დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - ერთადერთი ადამიანი, ვინც მაშინ პოლიტიკურად გვერდზე დამიდგა, იყო ივანიშვილი
ავტორი:
2017/ნოემბერი/21 22:30:02
../photo/2015_02/0-00-1OQT-2016/margvelashvili_1cc88.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/464242-giorgi-margvelashvili-erthaderthi-adamiani-vinc-mashin-politikurad-gverdze-damidga-iyo-ivanishvili.html", "headline": "გიორგი მარგველაშვილი - ერთადერთი ადამიანი, ვინც მაშინ პოლიტიკურად გვერდზე დამიდგა, იყო ივანიშვილი ", "datePublished": "2017-11-21 18:20:56", "dateModified": "2017-11-21 18:20:56", "description": "ერთადერთი ადამიანი, ვინც მაშინ პოლიტიკურად გვერდზე დამიდგა და მხარი დამიჭრა, იყო ივანიშვილი, - ასე უ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1OQT-2016/margvelashvili_1cc88.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ერთადერთი ადამიანი, ვინც მაშინ პოლიტიკურად გვერდზე დამიდგა და მხარი დამიჭრა, იყო ივანიშვილი, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მისი განათლების მინისტრობის პერიოდში კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტისთვის აკრედიტაციის შეჩერებას.

„პიარულად წავაგე ეს თემა ნამდვილად. ერთადერთი ადამიანი, ვინც მაშინ პოლიტიკურად გვერდზე დამიდგა და მხარი დამიჭრა, იყო ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილმა არ გამწირა, მხარი დამიჭირა და ერთ პოზიციაზე ვიდექით, რომ თუ არის დარღვევა, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ძლიერი პოლიტიკოსის მფარველობის ქვეშაა, თუ არის დარღვევა, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ძლიერი მედია უმაგრებს ზურგს და შენ პიარულად რამდენად სუსტად ჩანხარ. პიარში წავაგე ერთმნიშვნელოვად. მაგრამ დღესაც თუ არის დარღვევა, წავიდოდი იმაზე კი არა, რომ თვალი დავხუჭო და ნუ გადავიკიდებთ... საელჩოების მთელი რიგი იდგა ჩემთან და იყო ელჩებთან შეხვედრები. წავაგე პიარულად, მაგრამ ბოლოს მაინც ხომ გამოვასწორებინე და სტუდენტებთან კონტრატქი, რომელიც მაშინ კაბალური იყო, გამოსწორდა“, - განაცხადა მარგველაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

როგორც ცნობილია, 2013 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერდა. ეს გადაწყვეტილება სპეციალური კომისიის მიერ მიღებული დასკვნის განხილვის შემდეგ საბჭოს წევრებმა ღია კენჭისყრის შედეგად დაამტკიცეს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 625
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია