დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თინა ხიდაშელი „ჯაველინების“ მიღებაზე - მეამაყება, რომ 2016 წელს შევძელით ხელშეკრულების ბოლომდე მიყვანა და რეალობად ქცევა
ავტორი:
2017/ნოემბერი/21 14:30:01
../photo/2015_02/0-00-IIVLIS-2016i/xidasheli_2eb82.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/464157-thina-khidasheli-javelinebis-mighebaze-meamayeba-rom-2016-tsels-shevdzelith-khelshekrulebis-bolomde-miyvana-da-realobad-qceva.html", "headline": " თინა ხიდაშელი „ჯაველინების“ მიღებაზე - მეამაყება, რომ 2016 წელს შევძელით ხელშეკრულების ბოლომდე მიყვ...", "datePublished": "2017-11-21 10:36:58", "dateModified": "2017-11-21 10:36:58", "description": "საქართველო „ჯაველინებს“ მიიღებს - ბევრი ადამიანის დიდი შრომის შედეგია ეს გადაწყვეტილება, - ასე ეხმა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-IIVLIS-2016i/xidasheli_2eb82.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველო „ჯაველინებს“ მიიღებს - ბევრი ადამიანის დიდი შრომის შედეგია ეს გადაწყვეტილება, - ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსთვის 75 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიწოდებისთვის მხარის დაჭერის ფაქტს.

მისივე თქმით, ამაყობს, რომ 2016 წელს, შეძლო შესაბამისი ხელშეკრულების ბოლომდე მიყვანა და აღნიშნული მიზნის რეალობად ქცევა.

„2008 წლის ომის შემდეგ ქვეყნის შიგნით და გარეთ უზარმაზარი ძალისხმევა იყო მიმართული ქართული ჯარის და ჩვენი ქვეყნის თავდასცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. ბევრი დიდი და პატარა ნაბიჯი გადაიდგა და დიდი და პატარა შეთანხმება შედგა. ამავდროულად, ჩვენი მეგობრების და პარტნიორების დაუღალავი მხარდაჭერის შედეგი მივიღეთ დღეს. ყველა ის განცხადება, რომელიც სენატიდან და წარმომადგენელთა პალატიდან მოგვისმენია და რომელზეც რუსული და მას აყოლილი ქართული პროპაგანდის მანქანა ქირქილებდა, სწორედ ამ გადაწყვეტილებაში აისახება. 2016 ივლისში, როდესაც განვაცხადეთ, რომ სრულიად ახალი ეტაპი იწყებოდა და ისტორიულ ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ძალიან სკეპტიკურად გვიყურებდნენ. არადა, ხელშეკრულებაში საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისა და სხვა გარე მისიების კვალდაკვალ პირველად ჩაიწერა - საქართველოს ტერიტორიული თავდაცვისთვის მხარდაჭერა. 2016 წლის შეთანხებით წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე იქნება. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ყველას გილოცავთ, ვისაც უფრო ძლიერი საქართველო გინდათ იხილოთ ხვალ. განსაკურებით კი იმ ადამიანებს, ვინც ბოლო 8 წლის მანძილზე თავდაუზოგავად იშრომა შედეგისთვის. მეამაყება, რომ 2016 წელს, თავდაცვის ძალიან მაგარ გუნდთან ერთად, შევძელით ხელშეკრულების ბოლომდე მიყვანა და რეალობად ქცევა“, - წერს თინათინ ხიდაშელი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის 75 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიწოდებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვითი თანამშრომლობის და უსაფრთხოების სამმართველო იუწყება.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 622
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია