დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სალომე სამადაშვილი - სამწუხაროდ, ქვეყანას თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების სტატეგია არ გააჩნია
ავტორი:
2017/ნოემბერი/21 13:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/samadashvili_3b1a6.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/464138-salome-samadashvili-samtsukharod-qveyanas-thavdacvithi-shesadzleblobebis-gadzlierebis-stategia-ar-gaachnia.html", "headline": "სალომე სამადაშვილი - სამწუხაროდ, ქვეყანას თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების სტატეგია არ გააჩნია", "datePublished": "2017-11-21 09:20:46", "dateModified": "2017-11-21 09:20:46", "description": "ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიწოდების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, ჩვენი პარტნიორის ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/samadashvili_3b1a6.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიწოდების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, ჩვენი პარტნიორის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ქვეყანას თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების სტატეგია არ გააჩნია.

“სამწუხაროა ის, რომ ჩვენ ჩვენი ხელისუფლების, კერძოდ კი, თავდაცვის უწყების მხრიდან დღემდე ვერ მოვისმინეთ, თუ რას აკეთებს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისათვის. ეს არის გრძელი პროცედურა და მხოლოდ ჩვენი პარტნიორების დახმარება საკმარისი არ არის. აუცილებელია ქვეყანას ჰქონდეს სტრატეგია და სამწუხაროდ, ეს სტრატეგია სახელმწიფოს არა აქვს. ჩვენ ამაზე კითხვა არაერთხელ დავსვით და პასუხი ვერ მივიღეთ“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის 75 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიწოდებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვითი თანამშრომლობის და უსაფრთხოების სამმართველო იუწყება.

უწყების საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამოთქვა სურვილი შეეძინა ამ კომპლექსების 410 რაკეტა, სამიზნე და გამშვები მოწყობილობის 72 ბლოკი, 10 სასწავლო კომპლექსი და მათთვის 70 ჭურვი. გარდა ამისა, ამერიკელი სამხედროები ამ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების ტექნიკურ მომსახურებას და ტრანსპორტირებას განახორციელებენ.

“საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების ხარჯზე იარაღის ეს მიწოდება აშშ-ის საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას გააძლიერებს. შეიარაღების გაყიდვა რეგიონში არსებულ ძალების სამხედრო ბალანსს არ შეცვლის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავდროულად, აშშ-ის კონგრესს ხელშეკრულების დაბლოკვის უფლება აქვს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 781
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია