დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიგა ბოკერია - აშშ-ს მთავრობამ საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მშვიდობის დასაცავად ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო
ავტორი:
2017/ნოემბერი/21 13:00:01
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/bokeria.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/464131-giga-bokeria-ashsh-s-mthavrobam-saqarthvelos-thavdacvisunarianobisa-da-mshvidobis-dasacavad-dzalian-mnishvnelovani-gadatsyvetileba-miigho.html", "headline": "გიგა ბოკერია - აშშ-ს მთავრობამ საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მშვიდობის დასაცავად ძალიან მნიშვ...", "datePublished": "2017-11-21 09:08:30", "dateModified": "2017-11-21 09:08:30", "description": "აშშ-ს მთავრობამ საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მშვიდობის დასაცავად ძალიან კარგი და მნიშვნელოვა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/bokeria.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } აშშ-ს მთავრობამ საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მშვიდობის დასაცავად ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გიგა ბოკერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსთვის 75 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიწოდების მხარდაჭერას.

“ეს არის ძალიან დადებითი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელი აშშ-ს მთავრობამ გადადგა - მნიშვნელოვანი ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიულ თავდაცვაზე გადასვლაში დახმარების პროცესი 2011 წელს, საქართველოსა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ დაიწყო. ანტისატანკო კომპონენტი თავიდანვე ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ძალიან კარგია, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა. სამწუხაროა, რომ ჩვენს დღევანდელ მთავრობას ქვეყნის შიგნით თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ხედვა არა აქვს. ეს არის გამოწვევა. ყველა შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება არის უარსად მნიშვნელოვანი აშშ-ს მთავრობის მხრიდან“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაცია არის საქართველოს სუვერენიტეტის მთავარი საფრთხე და აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მათი რეაქცია საზომი არ უნდა იყოს.

“ჩვენ უნდა გავძლიერდეთ, რომ შევამციროთ რუსეთის მხრიდან აგრესიის საფრთხე და რისკი. ნებისმიერ ნაბიჯი, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას აძლიერებს, ჩვენი გრძელვადიანი მშვიდობის შანსებს ამყარებს“, - აღნიშნა ბოკერიამ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის 75 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიწოდებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვითი თანამშრომლობის და უსაფრთხოების სამმართველო იუწყება.

უწყების საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამოთქვა სურვილი შეეძინა ამ კომპლექსების 410 რაკეტა, სამიზნე და გამშვები მოწყობილობის 72 ბლოკი, 10 სასწავლო კომპლექსი და მათთვის 70 ჭურვი. გარდა ამისა, ამერიკელი სამხედროები ამ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების ტექნიკურ მომსახურებას და ტრანსპორტირებას განახორციელებენ.

“საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების ხარჯზე იარაღის ეს მიწოდება აშშ-ის საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას გააძლიერებს. შეიარაღების გაყიდვა რეგიონში არსებულ ძალების სამხედრო ბალანსს არ შეცვლის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავდროულად, აშშ-ის კონგრესს ხელშეკრულების დაბლოკვის უფლება აქვს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 553
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია