დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვახტანგ ხმალაძე - აშკარაა, რომ ოთხთვიანი პერიოდი საკმარისი არ აღმოჩნდა კონსტიტუციის შინაარსობრივი ცვლილებების უფრო ოპტიმალურ ვერსიაზე შესათანხმებლად
ავტორი:
2017/ნოემბერი/21 12:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/xmaladze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/464119-vakhtang-khmaladze-ashkaraa-rom-othkhthviani-periodi-sakmarisi-ar-aghmochnda-konstituciis-shinaarsobrivi-cvlilebebis-ufro-optimalur-versiaze-shesathankhmeblad.html", "headline": "ვახტანგ ხმალაძე - აშკარაა, რომ ოთხთვიანი პერიოდი საკმარისი არ აღმოჩნდა კონსტიტუციის შინაარსობრივი ცვ...", "datePublished": "2017-11-21 08:39:08", "dateModified": "2017-11-21 08:39:08", "description": "აშკარაა, რომ ოთხთვიანი პერიოდი არ აღმოჩნდა საკმარისი კონსტიტუციის შინაარსობრივი ცვლილებების უფრო ოპტ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/xmaladze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } აშკარაა, რომ ოთხთვიანი პერიოდი არ აღმოჩნდა საკმარისი კონსტიტუციის შინაარსობრივი ცვლილებების უფრო ოპტიმალურ ვერსიაზე შესათანხმებლად, რაზეც მეტყველებს კონსტიტუციის მიღების შემდეგ ინიცირებული ცვლილებები, - ამის შესახებ კონტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ ახალ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ვახტანგ ხმლაძემ განაცხადა, მისთვის უცნობია, როგორ მოხერხდა „ქართულ ოცნებაში“ შეთანხმება კონსტიტუციაში ცვლილებების ინიცირების შესახებ, თუმცა მისი განმარტებით, ვიდრე არ ამოქმედდება პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პუნქტი, „ბევრი კარგად და სწორად გაკეთებული კონსტიტუციაში დარჩება მხოლოდ ქაღალდზე დაწერილად და არ იმუშავებს“.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ მოხდა უკვე მიღებულ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა, ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, რომ ამას საფუძვლად დაედო ძალიან დიდი პროტესტი საარჩევნო სისტემის მიმართ.

„როგორც პოლიტიკური პარტიებიდან, ასევე არასამთავრობო სექტორიდან ვერავის ვიხსენებ, ვინც მოიწონა საარჩევნო სისტემა. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს თუ სხვა ცვლილებებს, ზოგს მოსწონდა, ზოგს - არა, მაგრამ პარლამენტის არჩევნების სისტემის მომწონებელი „ქართული ოცნების“ და მასთან ერთად პარლამენტში მყოფი პარტიების წარმომადგენლების გარდა, არავინ გამიგია. ამას დაემატა ვენეციის კომისიის ძალიან მკვეთრი პოზიცია სწორედაც, საარჩევნო სისტემის მიმართ. ვიდრე ჩვენ არ გადავალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, მანამ მაღალი ალბათობით, პარლამენტში იქნება ერთპარტიული უმრავლესობა, რა დროსაც მთავრობის საქმიანობის კონტროლი არის როგორც წესი სიმბოლური და რეალური კონტროლი ვერ ხორციელდება“, - განაცხადა ხმალაძემ.

ვახტანგ ხმალაძე არ გამორიცხავს, რომ ახალ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს, მათ შორის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მხარი არ დაუჭიროს უმრავლესობის წევრთა ნაწილმა. რაც შეეხება ოპოზიციას, ხმალაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციამ შესაძლოა იმიტომ არ დაუჭიროს მხარი, რომ მათი მოთხოვნები ბოლომდე გათვალისწინებული არ არის.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 648
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია