დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ ჩუგოშვილი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები დაინტერესდნენ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების რა ნაწილი დაფარა საკონსტიტუციო რეფორმამ
ავტორი:
2017/ნოემბერი/21 10:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/chugoshvilii.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/464086-thamar-chugoshvili-evropis-sabtcos-saparlamento-asambleis-monitoringis-komitetis-tsevrebi-dainteresdnen-veneciis-komisiis-rekomendaciebis-ra-natsili-dafara-sakonstitucio-reformam.html", "headline": "თამარ ჩუგოშვილი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები დაინტერესდნენ...", "datePublished": "2017-11-21 06:25:13", "dateModified": "2017-11-21 06:25:13", "description": "ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები დაინტერესდნენ, ვენეციის კომისიი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/chugoshvilii.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები დაინტერესდნენ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების რა ნაწილი დაფარა საკონსტიტუციო რეფორმამ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, შეხვედრა პოზიტიური იყო და საუბარი ძირითადად საკონსტიტუციო რეფორმას შეეხო.

"საუბარი ძირითადად შეეხებოდა საკონსტიტუციო რეფორმას, ვენეციის კომისიის დასკვნას. შენიშვნები არ ჰქონიათ, ჰქონდათ გარკვეული კითხვები, თუ ზუსტად ვენეციის კომისიის რეკომენდაციების რა ნაწილი დაფარა საკონსტიტუციო რეფორმამ და ასევე იმ ცვლილებებმა, რომელიც ახლა არის ინიცირებული და დეკემბერში ეყრება კენჭი. ზოგადად, ვენეციის კომისია ევროსაბჭოს ორგანოა და მათთვის საკმაოდ კარგად არის ცნობილი, განსაკუთრებით ევროსაბჭოს თანამშრომლებისთვის ის რეკომენდაციები, რომელიც ვენეციის კომისიამ მოგვცა და რომელიც გავითვალისწინეთ", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 606
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია