დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რომან გოცირიძე - თუ უმაქნისი, უვარგისი და უფუნქციო მრავალი უწყება არ გაუქმდა ან არ მოხდა შერწყმა, მივიღებთ იგივე სურათს შელამაზებული ფორმით
ავტორი:
2017/ნოემბერი/20 18:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/gociridze_75fd9.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/464008-roman-gociridze-thu-umaqnisi-uvargisi-da-ufunqcio-mravali-utsyeba-ar-gauqmda-an-ar-mokhda-shertsyma-mivighebth-igive-suraths-shelamazebuli-formith.html", "headline": "რომან გოცირიძე - თუ უმაქნისი, უვარგისი და უფუნქციო მრავალი უწყება არ გაუქმდა ან არ მოხდა შერწყმა, მი...", "datePublished": "2017-11-20 14:09:48", "dateModified": "2017-11-20 14:09:48", "description": "თუ სიღრმისეულად არ განხორციელდა ცვლილებები და უმაქნისი, უვარგისი და უფუნქციო მრავალი უწყება არ გაუქმ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/gociridze_75fd9.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თუ სიღრმისეულად არ განხორციელდა ცვლილებები და უმაქნისი, უვარგისი და უფუნქციო მრავალი უწყება არ გაუქმდა ან არ შეირწყა, გამოდის, რომ მივიღებთ იგივე სურათს შელამაზებული ფორმით, რაც დღეს არის, - ამის შესახებ მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, ის, რომ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე არ მოხდა შესაბამისი კანონპროექტის ინიცირება, ნაჩქარევ პროცესზე მიუთითებს.

"როგორც ჩანს ძალიან ბევრ კანონში იყო ცვლილება შესატანი. ეს აჩვენებს, რომ ნაჩქარევი პროცესი იყო. დღეს არ შემოტანა არსებითად არაფერს ნიშნავს, მომავალ ბიუროს სხდომაზე ალბათ მოესწრება, თუმცა, ეს ყველაფერი აჩენს ეჭვს, ხომ არ ხორციელდება ცვლილებები საკადრო გადაადგილებების შენიღბვისა და რეალური შინაარსის დამალვის მიზნით. როდესაც ეკონომიკის მინისტრს აბრუნებ იმავე ადგილას ერთი წლის მერე, აჩენს ეჭვებს, ხომ არ მოხდა ეს გადაწყვეტილება ფინანსთა მინისტრის დანიშვნის მიზნით და ზედმეტი ხმაურის თავიდან ასაცილებლად, რადგან ნდობით აღჭურვილი "ქართუს" ერთი ჯგუფი შეცვალა კიდევ უფრო ნდობით აღჭურვილმა საოჯახო ჯგუფმა. სტრუქტურული ცვლილებები გამიზნული იყო მინისტრების მოსახსნელ-გადასაადგილებლად თუ რეალური მმართველობითი ცვლილებების განსახორციელებლად? თუ სიღრმისეულად არ განხორციელდა ცვლილებები და ის უმაქნისი, უვარგისი და უფუნქციო მრავალი უწყება არ გაუქმდა ან არ შეიწრყა, გამოდის, რომ მივიღებთ იგივე სურათს შელამაზებული ფორმით",- განაცხადა გოცირიძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 619
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია