დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლაშა ტუღუში - საზოგადოებრივ მაუწყებელს სურს მედიაბაზრის ჯიბეში ხელის ჩაყოფა და ტელევიზიებისთვის, გაზეთებისა და რადიოებისთვის ისედაც მცირე ფინანსების წართმევა
ავტორი:
2017/ნოემბერი/20 11:00:02
../photo/2015_02/0-1APRILI-2015/tugushi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/463874-lasha-tughushi-sazogadoebriv-mautsyebels-surs-mediabazris-jibeshi-khelis-chayofa-da-televiziebisthvis-gazethebisa-da-radioebisthvis-isedac-mcire-finansebis-tsarthmeva.html", "headline": "ლაშა ტუღუში - საზოგადოებრივ მაუწყებელს სურს მედიაბაზრის ჯიბეში ხელის ჩაყოფა და ტელევიზიებისთვის, გაზ...", "datePublished": "2017-11-20 06:44:57", "dateModified": "2017-11-20 06:44:57", "description": "გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ საზოგადოებრივი მაუწ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-1APRILI-2015/tugushi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის მოთხოვნა კომერციული რეკლამის საეთერო ბადეში განთავსებასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდება, ქვეყანაში მედიაგარემოს გაფუჭებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

როგორც ტუღუშმა ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა, საზოგადოებრივ მაუწყებელს უკვე აქვს საკმარისი და რაც მთავარია, გარანტირებული ფინანსური რესურსი განვითარებისთვის.

”ამიტომ დამატებითი თანხის მოძიება ღირებული პროდუქტის შესაქმნელად ნამდვილად აღარ სჭირდება. ისედაც შეზღუდულ სარეკლამო ბაზარზე, თანაც, მაშინ, როდესაც ამ ბაზრის ნახევარზე მეტი უკვე შენია, კიდევ ფინანსების წართმევა უსინდისობაა. საზოგადოებრივ მაუწყებელსა და კერძო არხებს შორის თანაფარდობა ისედაც მნიშვნელოვნადაა დარღვეული. არასდროს შევეგუებით ისეთი კანონის მიღებას, რომელიც ქვეყანაში მედიაგარემოს გააფუჭებს, თანაც, გარდა კომერციული დროისა, საზოგადოებრივი მაუწყებელი სტარტაპების დაფინანსებასა და თანამშრომლების უაპელაციოდ გათავისუფლების უფლების მინიჭებას ითხოვს. რატომ უნდა აფინანსებდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი სტარტაპებს? ვინ გააკონტროლებს, გამჭვირვალე იქნება თუ არა ეს პროცესი? ან საერთოდ, რა კავშირშია ეს საკითხი ტელევიზიის ფუნქციონირებასთან? პარლამენტშიც განსხვავებული შეხედულებებია საზოგადოებრივი მაუწყებლის მოთხოვნების შესახებ და საბედნიეროდ, გამოჩნდნენ დეპუტატები, რომლებიც მსგავს ცვლილებებს მხარს არ უჭერენ”, - განაცხადა ტუღუშმა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ყოველწლიურად ისედაც გაზრდილი ბიუჯეტი აქვს, შესაბამისად, მისი განხილვა როგორც კომერციული ბაზრის მოთამაშისა, არასწორია.

”იცით, რა არის ალოგიკური? ყოველწლიურად საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი იზრდება, რადგან ის მიბმულია ქვეყანაში ეკონომიკის ზრდაზე. ანუ, რეალურად მათ ყოველწლიურად ისედაც გაზრდილი ბიუჯეტი აქვთ. შესაბამისად, მისი განხილვა როგორც კომერციული ბაზრის მოთამაშისა, არასწორია. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს ამ ფინანსური ჭიდილის გარეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ უნდა იღებდეს დაფინანსებას ბიუჯეტიდან. რატომ სურს კიდევ ერთხელ მედიაბაზრის ჯიბეში ხელის ჩაყოფა და მცირე ფინანსების წართმევაც, გაუგებარია, თანაც, მსგავსი კანონის მიღება არა მხოლოდ კერძო ტელევიზიებს, გაზეთებს, ჟურნალებსა და რადიოებსაც საფრთხეს შეუქმნის, რადგან მათ აუცილებლად დააკლდებათ ისედაც მცირე ფინანსები და დაემატება 50 მილიონზე მეტი დაფინანსების მქონე საზოგადოებრივ მაუწყებელს. როდესაც პარლამენტში განხილვა მიმდინარეობდა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვერ წარმოადგინა მყარი არგუმენტები, თუ რამ განაპირობა დამატებითი თანხების მობილიზების აუცილებლობა. გვეუბნებიან, დიდ ბრიტანეთში ასე ხდებაო, მეც პატივს ვცემ ბრიტანულ ღირებულებებს, თუმცა იქნებ დავფიქრდეთ, საქართველოს რეალობა როგორია? ყოველთვის არ არის მართებული სხვა ქვეყანაში არსებული მოდელის საქართველოში ერთი-ერთზე გადმოტანა, თუ ის ჩვენს ქვეყანაში არსებულ კონტექსტს არ ითვალისწინებს”, - განაცხადა ტუღუშმა.

მისივე თქმით, საქართველოში კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდუქტი დიდი ხანია ამოვარდნილია საერთო კონტექსტიდან თუ ყველანაირი სისტემიდან.

”ეჭვქვეშ დგას ისიც, რამდენად ასრულებს ის საკუთარ მოვალეობებს. მართალია, ახალმა მენეჯმენტმა ახალი გადაცემები სულ ცოტა ხნის წინ ჩაუშვა ეთერში და დაველოდოთ, რა შეიცვლება, თუმცა, სამწუხაროდ, ოპტიმიზმის საფუძველი მაინც არა მაქვს”, - აღნიშნა ”რეზონანსის” მთავარმა რედაქტორმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 587
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია