დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს, სავარაუდოდ, ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე წარედგინება
ავტორი:
2017/ნოემბერი/19 16:00:01
../photo/2015_02/00-1SEQT-2014/parlamenti-usufashvili-15.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/463813-mthavrobis-struqturul-reorganizaciasthan-dakavshirebuli-sakanonmdeblo-paketi-parlaments-savaraudod-biuros-khvalindel-skhdomaze-tsaredgineba.html", "headline": "მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს, სავარაუდოდ, ბი...", "datePublished": "2017-11-19 12:05:49", "dateModified": "2017-11-19 12:05:49", "description": "მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი, სავარაუდოდ, პარ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/00-1SEQT-2014/parlamenti-usufashvili-15.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი, სავარაუდოდ, პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე იქნება ინიცირებული.

”საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები და მისგან გამომდინარე კანონპროექტები მთავრობამ 15 ნოემბრის სხდომაზე დაამტკიცა და პარლამენტს განსახილველად გადაუგზავნა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, უქმდება ოთხი სამინისტრო - ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროები და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

სტრუქტურული ცვლილებების პაკეტის თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი;

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი;

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი;

გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

კანონის მიღების შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაერთიანებისა და რეორგანიზაციის შედეგად, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი შეიქმნება.

მთავრობა გამოდის ინიციატივით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შეუერთდეს დაზვერვის სამსახური.

მთავრობის ინფორმაციით, სამინისტროებში განხორციელებულ ცვლილებებთან ერთად, მიმდინარეობს საჯარო სამართლის იურიდიული პირების სტრუქტურული ოპტიმიზაცია.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 663
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია