დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კალაძე - შეუძლებელია ვისაუბროთ წარმატებებზე, თუ ბიუჯეტი არ მოვიყვანეთ ერთიანობაში იმ ხედვებთან, რაც დაანონსებული გვქონდა
ავტორი:
2017/ნოემბერი/19 14:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/kaladzeee_959ea.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/463802-kakha-kaladze-sheudzlebelia-visaubroth-tsarmatebebze-thu-biujeti-ar-moviyvaneth-erthianobashi-im-khedvebthan-rac-daanonsebuli-gvqonda.html", "headline": "კახა კალაძე - შეუძლებელია ვისაუბროთ წარმატებებზე, თუ ბიუჯეტი არ მოვიყვანეთ ერთიანობაში იმ ხედვებთან,...", "datePublished": "2017-11-19 10:22:58", "dateModified": "2017-11-19 10:22:58", "description": "მიუხედავად დიდი ხარჯებისა, თუ დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში ქალაქში პროექტ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/kaladzeee_959ea.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მიუხედავად დიდი ხარჯებისა, თუ დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში ქალაქში პროექტების განხორციელება არ დაიწყო, სამომავლოდ სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული მიმართულებით დედაქალაქის ადაპტირება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ”ქალაქის ადაპტირება ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენთვის. გვესმის, რომ ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა უნდა დავიწყოთ პროექტების განხორციელება. თუ ჩვენ დღეს არ გადავდგით ამ მიმართულებით ნაბიჯები, კიდევ უფრო დამძიმდება სიტუაცია”, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მომავალი წლის ბიუჯეტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ბიუჯეტის მორგება იმ პროექტებზე, რომელიც მის გუნდს წინასაარჩევნოდ ჰქონდა გაცხადებული. კალაძის თქმით, თბილისის მერია პირველ რიგში მუშაობას სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით დაიწყებს.

”მთავარია ბიუჯეტის მორგება მომავალ წელზე და იმ პროექტებზე, რომელიც ჩვენ გვქონდა გათვალისწინებული წინასაარჩევნოდ. შესაბამისად, პირველი, რაზეც დავიწყებთ მუშაობას, არის ეს, რადგან შეუძლებელია ვისაუბროთ წარმატებებზე და პროექტების განხორციელებაზე, თუ ბიუჯეტი არ მოვიყვანეთ ერთიანობაში იმ ხედვებთან, რაც დაანონსებული გვქონდა”, - განაცხადა კახა კალაძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 639
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია