დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ ჩუგოშვილი - მე თავს შევიკავებდი დამატებითი კომენტარისგან, მითუმეტეს, სახალხო დამცველის კრიტიკისგან
ავტორი:
2017/ნოემბერი/19 10:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/chugoshvilii.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/463776-thamar-chugoshvili-me-thavs-shevikavebdi-damatebithi-komentarisgan-mithumetes-sakhalkho-damcvelis-kritikisgan.html", "headline": "თამარ ჩუგოშვილი - მე თავს შევიკავებდი დამატებითი კომენტარისგან, მითუმეტეს, სახალხო დამცველის კრიტიკი...", "datePublished": "2017-11-19 05:48:38", "dateModified": "2017-11-19 05:48:38", "description": "სახალხო დამცველი არის ბოლო, ვისაც მე გავაკრიტიკებ, რაც არ უნდა მოხდეს, რადგან გარკვეული პოზიცია მაქვ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/chugoshvilii.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სახალხო დამცველი არის ბოლო, ვისაც მე გავაკრიტიკებ, რაც არ უნდა მოხდეს, რადგან გარკვეული პოზიცია მაქვს, თუ რას წარმოადგენს სახალხო დამცველის ინსტიტუტი ქვეყანაში, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-სპიკერმა, დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

თამარ ჩუგოშვილი გამოეხმაურა დისკუსიას, რომელიც უჩა ნანუაშვილთან დაკავშირებით მიმდინარეობს და აღნიშნა, რომ "ეს ყველაფერი სასიამოვნო სანახავი ნამდვილად არ არის".

"ზოგადად მგონია, რომ ამ საკითხზე იმაზე მეტი კომენტარი გაკეთდა, ვიდრე უნდა გაკეთებულიყო. ეს ყველაფერი სასიამოვნო სანახავი ნამდვილად არ არის. მე თავს შევიკავებდი დამატებითი კომენტარისგან და მითუმეტეს, სახალხო დამცველის კრიტიკისგან. სახალხო დამცველი არის ბოლო, ვისაც მე გავაკრიტიკებ, რაც არ უნდა მოხდეს, რადგან გარკვეული წარმოდგენა და პოზიცია მაქვს იმასთან დაკავშირებით თუ რას წარმოადგენს სახალხო დამცველის ინსტიტუტი ქვეყანაში", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
რაც შეეხება უჩა ნანუაშვილის შემცვლელს, თამარ ჩუგოშვილის თქმით, მსჯელობა გრძელდება და იმედი გამოთქვა, რომ მმართველი გუნდი ერთიან კანდიდატურაზე მომავალ კვირაში ჩამოყალიბდება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 633
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია