დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ ჯანელიძემ ევროკავშირის ახალ სპეცწარმომადგენელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
ავტორი:
2017/ნოემბერი/17 20:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/janelidze_380ee.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/463662-mikheil-janelidzem-evrokavshiris-akhal-spectsarmomadgenelthan-gacnobithi-shekhvedra-gamartha.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძემ ევროკავშირის ახალ სპეცწარმომადგენელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა ", "datePublished": "2017-11-17 16:39:46", "dateModified": "2017-11-17 16:39:46", "description": "საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ დღეს, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/janelidze_380ee.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ დღეს, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის ახლად დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელთან, ტოივო კლაართან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მინისტრმა ტოივო კლაარს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტისა და ზოგადად ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე და აღნიშნული მიმართულებით პროგრესის მიღწევის აუცილებლობაზე. ყურადღება გამახვილდა აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანი უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე სიტუაციაზე.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 613
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია