დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ტყემალაძე უარყოფს, რომ ნუგზარ ჭონქაძის მიმართ აზრთა სხვადასხვაობა კენჭისყრის დროს უმრავლესობაშიც არსებობდა
ავტორი:
2017/ნოემბერი/17 20:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/tkemaladzetyemaladzegiorgi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/463659-giorgi-tyemaladze-uaryofs-rom-nugzar-tconqadzis-mimarth-azrtha-skhvadaskhvaoba-kentcisyris-dros-umravlesobashic-arsebobda.html", "headline": "გიორგი ტყემალაძე უარყოფს, რომ ნუგზარ ჭონქაძის მიმართ აზრთა სხვადასხვაობა კენჭისყრის დროს უმრავლესობა...", "datePublished": "2017-11-17 16:01:52", "dateModified": "2017-11-17 16:01:52", "description": "თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უარყოფს, რომ მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/tkemaladzetyemaladzegiorgi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უარყოფს, რომ მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურის, ნუგზარ ჭონქაძის მიმართ აზრთა სხვადასხვაობა კენჭისყრის დროს უმრავლესობაშიც არსებობდა.

ნუგზარ ჭონქაძის კანდიდატურას უმრავლესობის 38-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთმა კი თავი შეიკავა. ჟურნაკლისტები დაინტერესდნენ, ნიშნავდა თუ არა აღნიშნული ფაქტი ნუგზარ ჭონქაძის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას და უმრავლესობის არაერთსულოვნებას.

გიორგი ტყემალაძისთვის უცნობია, რატომ მოხდა ის, რომ ზოგ შემთხვევაში წარდგენილმა კანდიდატებმა 38, 39 ან 40 ხმა მოიპოვეს. “კენჭისყრა არის ფარული, შესაბამისად, მე ვერ გეტყვით, თუ რატომ იყო რიგ შემთხვევაში 38, რიგ შემთხვევაში 39 ან 40 მომხრე კანდიდატის დამტკიცებისას. აზრთა სხვადასხვაობა არც ერთ კანდიდატთან დაკავშირებით არ ყოფილა. ჩვენ ერთიანად მივიღეთ გადაწყვეტილება და დავუჭირეთ მხარი კახა კალაძის გუნდს, რომლებიც პროფესიონალები არიან. ჩვენ დარწმუნებული ვართ, ისინი წარმატებული იქნებიან თანამდებობებზე”, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მისივე თქმით, საკრებულოსა და მერიას თავისი მოვალეობები გააჩნია და ისინი ამ ფარგლებში იმუშავებენ შემდგომი 4 წლის განმავლობაში. ახალი მთავრობის დამტკიცების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ “ნაციონალურ მოძრაობას” და “ევროპული საქართველო-თბილისს”.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 589
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია