დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ლარის კურსის დასტაბილურების მთავარი გზა ბიუროკრატიული და არამიზნობრივი ხარჯების შემცირებაა
ავტორი:
2017/ნოემბერი/17 13:00:02
../photo/2015_02/0-00-1DEC-2016/chiaberashvili_58e06.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/463536-zurab-tciaberashvili-laris-kursis-dastabilurebis-mthavari-gza-biurokratiuli-da-aramiznobrivi-kharjebis-shemcirebaa.html", "headline": "ზურაბ ჭიაბერაშვილი - ლარის კურსის დასტაბილურების მთავარი გზა ბიუროკრატიული და არამიზნობრივი ხარჯების...", "datePublished": "2017-11-17 08:51:41", "dateModified": "2017-11-17 08:51:41", "description": "ლარის კურსის დასტაბილურების მთავარი გზა ბიუროკრატიული ხარჯების და ბიუჯეტიდან არამიზნობრივი ხარჯების ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1DEC-2016/chiaberashvili_58e06.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ლარის კურსის დასტაბილურების მთავარი გზა ბიუროკრატიული ხარჯების და ბიუჯეტიდან არამიზნობრივი ხარჯების შემცირებაა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

„გამოსავალი, რასაც „ევროპული საქართველო“ თავაზობს ბიძინა ივანიშვილის მთავრობას არის ერთადერთი - ბიუროკრატიული ხარჯის შემცირება, ბიუჯეტიდან ძალიან ბევრი უყაირათო ხარჯის ამოღება და ამ ყველაფრის ხარჯზე გადასახადების შემცირება. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში დაეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს, დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას, დაასტაბილურებს ფასებს და უპასუხებს უმუშევრობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემაა. ამის გარეშე შეუძლებელია, რომ ლარი დასტაბილურდეს და შევაჩეროთ ფასების ზრდა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ჯიბეებს უკიდურესად ტვირთად აწვება“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

აღნიშნულ კომენტარს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 586
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია