დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოფიო კილაძე - არავითარი გადაწყვეტილება, კადიევის რუსეთისთვის გადაცემის თაობაზე, არ არსებობს
ავტორი:
2017/ნოემბერი/16 19:30:02
../photo/2015_02/0-00-1IANV-2017/kiladze-sofo.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/463416-sofio-kiladze-aravithari-gadatsyvetileba-kadievis-rusethisthvis-gadacemis-thaobaze-ar-arsebobs.html", "headline": "სოფიო კილაძე - არავითარი გადაწყვეტილება, კადიევის რუსეთისთვის გადაცემის თაობაზე, არ არსებობს", "datePublished": "2017-11-16 15:27:36", "dateModified": "2017-11-16 15:27:36", "description": "მიკაელ კადიევთან დაკავშირებით რაც არის წესი და კანონის შესაბამისი, ის უნდა გაკეთდეს, - ამის შესახებ ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1IANV-2017/kiladze-sofo.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მიკაელ კადიევთან დაკავშირებით რაც არის წესი და კანონის შესაბამისი, ის უნდა გაკეთდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან ისიც აღნიშნა, რომ გერმანიამ რუსეთს კადიევის თანამზრახველი გადასცა.

”არავითარი გადაწყვეტილება კადიევის რუსეთისათვის გადაცემის თაობაზე არ არსებობს, მაგრამ გერმანიის შემთხვევაზე მართლა მაინტერესებს... ძალიან დიდი იმედი მაქვს, არ იკადრებთ იმას, რომ გერმანიას რუსეთუმე დაუძახოთ. რაც არის წესი და კანონის შესაბამისი, ის უნდა გაკეთდეს. მე არ ვარ არც საგამოძიებო ორგანო, არც სასამართლო - ამ მიმართულებით პარლამენტი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, მაგრამ ის, რომ ჩვენ ზედამხედველობა განვახორციელოთ, თუ როგორ ასრულებს აღმასრულებელი ხელისუფლება კანონის შესაბამისად საქმიანობას, ეს არის ჩვენი კომპეტენცია და ამას პირნათლად ვასრულებთ. კადიევთან დაკავშირებით კარგი ინდიკატორია გერმანიის თემა, რადგან გერმანიაში ეს ფაქტი დაფიქსირდა. იმედია არ იტყვით იმას, რომ გერმანია არის რუსეთუმე”, - განაცხადა კილაძემ ოპოზიციონერი დეპუტატის, სერგო რატიანის პასუხად.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სესიაზე კომიტეტის მუშაობის ანგარიში წარადგინა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 615
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია