დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გენადი არველაძემ ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
ავტორი:
2017/ნოემბერი/16 16:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/arveladze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/463376-genadi-arveladzem-vishegradis-jgufis-qveynebs-saqarthvelos-mkhardatceristhvis-madloba-gadaukhada.html", "headline": "გენადი არველაძემ ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა", "datePublished": "2017-11-16 12:31:35", "dateModified": "2017-11-16 12:31:35", "description": "ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ კონფერენციაზე „ვიშეგრადის ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/arveladze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ კონფერენციაზე „ვიშეგრადის ქვეყნები და საქართველო - ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები“ მოხსენება გააკეთა, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი, ბრუნო ბალვანერა და სხვა ოფიციალური პირები.

კონფერენციაზე განხილული იქნა საქართველოსა და ვიშეგრადის ქვეყნებს შორის (ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი) ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, გენადი არველაძემ მადლობა გადაუხადა ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებს საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე გაწეული დახმარებისთვის, მათ შორის, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესში და მიმოიხილა საქართველოსა და ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების დინამიკა, მათ შორის, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებებით.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 590
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია