დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად უკვე 11 მილიონი ლარია დახარჯული 
ავტორი:
2013/ოქტომბერი/04 22:30:10
შიდა ქართლში კონფლიქტის ზონის სოფლებში ინფრასტრუქტურის მოსაწერიგებლად 11 მილიონი ლარი უკვე დაიხარჯა. მიმდინარე წელს განხორციელდა და ამჟამადაც მიმდინარეობს პროექტები, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებისა და წყალმომარაგების პრობლემებს მოუგვარებს. კერძოდ: გორის მუნიციპალიტეტში, სალთვისი-ტირიფონის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში, ტირიფონის რეაბილიტირებული მაგისტრალური არხი გაიხსნა; ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებში, მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და იძულებით გადაადილებულ პირთა საცხოვრებლის რეაბილიტაციის ფარგლებში, საღოლაშენი-დვანისა და გორიჯვრის რეაბლიტირებული გზები გაიხსნა. საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, პატარა ლიახვის ხეობაში, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლების - ზარდიანთკარის, დიდი ხურვალეთის, გუგუთაანთკარისა და კოშკას მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, ოთხი დამატებითი ჭაბურღილის ბურღვა მიმდინარეობს. ასევე, მიმდინარეონს სოფლების - ლამისყანა, ახმაჯი, თვაურები - ტერიტორიაზე გზის რეაბილიტაცია, რომელიც სულ მალე დასრულდება. აქტიურ ფაზაშია, აგრეთვე, კარალეთი-ქვეშის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1232
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია