დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზაზა გაბუნია - არავინ აპირებს, უსამართლოდ დაერიოს თანამშრომლებს
ავტორი:
2017/ნოემბერი/15 21:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/gabunia.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/463213-zaza-gabunia-aravin-apirebs-usamarthlod-daerios-thanamshromlebs.html", "headline": "ზაზა გაბუნია - არავინ აპირებს, უსამართლოდ დაერიოს თანამშრომლებს ", "datePublished": "2017-11-15 17:37:50", "dateModified": "2017-11-15 17:37:50", "description": "არავინ აპირებს, უსამართლოდ და ულოგიკოდ დაერიოს თანამშრომლებს და სამართლიანობის პრინციპის გარეშე მოხდ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/gabunia.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } არავინ აპირებს, უსამართლოდ და ულოგიკოდ დაერიოს თანამშრომლებს და სამართლიანობის პრინციპის გარეშე მოხდეს ოპტიმიზაცია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა ზაზა გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მთავრობის მიერ დაანონსებული მმართველობის ეფექტიანობის რეფორმის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტი მოისმენს შესაბამისი სამინისტროების წინადადებებს და გეგმას ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით და გადაწყვეტილებას ისე მიიღებს.

„ათასობით ადამიანი არის დასაქმებული იმ უწყებებში, რომლებსაც ოპტიმიზაცია ეხება და ჩვენ არ გვინდა ეს პროცესი დასრულდეს ისე, რომ ვინმეს დარჩეს უსამართლობის შეგრძნება. ჩვენ მინისტრებისგან მოვითხოვთ ძალიან მკაფიო, კანონთან შესაბამისობაში და რაც მთავარია, დასაქმებული ადამიანებისთვის გასაგებ ოპტიმიზაციის გეგმას, რომ არ დარჩეს სუბიექტური განწყობები. უსამართლობის გრძნობა რომ არ უნდა დარჩეს, ეს არის როგორც 2x2=4 და ეს არის ძალიან დაბალი თამასა“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ და დასძინა, რომ „ეს რეფორმა ბევრ ქვეყანაში მტკივნეული იყო“.
მისივე თქმით, რა ფორმით უნდა გაკეთდეს ოპტიმიზაცია, ამაზე მინისტრებმა უნდა იმუშაონ. „ჩვენ გვაქვს დათვლილი რისკებიც, საჭიროებებიც, ამოცანებიც და გზაც, სადამდეც სახელმწიფო უნდა მივიდეს“, – განაცხადა გაბუნიამ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 628
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია