დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სალომე სამადაშვილი - ბატონმა კვირიკაშვილმა თუ იცოდა ამ ცვლილებების შესახებ თუ ისიც ბოლო წუთებში ჩააყენეს საქმის კურსში?
ავტორი:
2017/ნოემბერი/15 15:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/samadashvili_64f5e.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/463130-salome-samadashvili-batonma-kvirikashvilma-thu-icoda-am-cvlilebebis-shesakheb-thu-isic-bolo-tsuthebshi-chaayenes-saqmis-kursshi.html", "headline": "სალომე სამადაშვილი - ბატონმა კვირიკაშვილმა თუ იცოდა ამ ცვლილებების შესახებ თუ ისიც ბოლო წუთებში ჩააყ...", "datePublished": "2017-11-15 10:49:58", "dateModified": "2017-11-15 10:49:58", "description": "უმრავლესობის წარმომადგენლები აქებენ და ადიდებენ სამთავრობო ცვლილებებს, რომელიც მათთვის არავის შეუთან...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/samadashvili_64f5e.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } უმრავლესობის წარმომადგენლები აქებენ და ადიდებენ სამთავრობო ცვლილებებს, რომელიც მათთვის არავის შეუთანხმებია და მე მგონი თავადაც არ იციან მათი შინაარსი, - ამის შესახებ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სალომე სამადაშვილის თქმით, პოლიტიკური ოლიგარქია ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს და წარმოდგენილი ცვლილებები ამის უტყუარი ნიშანია.

”სამწუხაროდ, თავშესაქცევი იყო იმ გამოსვლების მოსმენა რასაც დღეს ვისმენდით დარბაზში, როდესაც უმრავლესობის წარმომადგენლები ერთი მხრივ, აქებენ და ადიდებენ სამთავრობო ცვლილებებს, რომელიც მათთვის არავის შეუთანხმებია და მე მგონი თავადაც არ იციან მათი შინაარსი. რეალურად ჩემთვის ის არის საინტერესო ბატონმა კვირიკაშვილმა თუ იცოდა ამ ცვლილებების შესახებ თუ ისიც ბოლო წუთებში ჩააყენეს საქმის კურსში? მეორე მხრივ, გვესაუბრებით დემოკრატიის აღზევებაზე ამ ქვეყანაში როდესაც ჩვენი საუბრის პარალელურად თბილისში აკავებენ სამოქალაქო პროტესტის მონაწილეებს იუსტიციის სახლის წინ.

რამდენიმე კვირის წინ ჩვენი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავეს. ეს არის გაგრძელება იმ ზეწოლისა, რაც ხორციელდება ამ ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.
თქვენ კითხულობთ მხოლოდ იმ აბზაცებს საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებიდან, რომელიც ამყარებს თქვენს პოზიციას და გგონიათ, რომ ჩვენ წერა- კითხვა არ ვიცით”,-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 661
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია