დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძე სამედიცინო დარგის წარმომადგენლებს შეხვდა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/04 20:00:02
"დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში სამედიცინო დარგის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი სამედიცინო სფეროში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს შეეხო.
შეხვედრაზე "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა დამსწრე საზოგადოებას საპრეზიდენტო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო. როგორც მან აღნიშნა, სამართლიანობის აღდგენა ექიმებთან მიმართებაშიც აქტუალურია. 80 ექიმი იყო დაკავებული და მათ მიმართ ჯერჯერობით სამართლიანობა არ აღმდგარა.
"ექიმებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, პირველი ოქტომბრის შემდეგ სამედიცინო სფეროში მდგომარეობა არსებითად უკეთესობისკენ შეიცვალა, მაინც ძალიან ბევრი პრობლემა რჩება, რომელთა მოგვარება ძირეულ რეფორმებს საჭიროებს", - აცხადებენ პარტიაში.
თავად ბურჯანაძის განცხადებით, ისაუბრეს იმ "არასწორად განხორციელებულ რეფორმებზე, რომლებმაც პრაქტიკულად დაღუპვის პირას მიიყვანა ჯანდაცვის სისტემა".
"წინასაარჩევნოდ იმართება შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, რათა საზოგადოებამ დააფიქსიროს თავიანთი მოსაზრებები პრობლემების მოგვარების შესახებ. დღევანდელ შეხვედრას ესწრებიან რეგიონებიდან ჩამოსული ექიმებიც, რადგან პრობლემები რაიონებში ბევრად მეტია. ჩვენ ვისაუბრეთ იმ არასწორად განხორციელებულ რეფორმებზე, რომლებმაც პრაქტიკულად დაღუპვის პირას მიიყვანა ჯანდაცვის სისტემა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანების მოსაზრებების მოსმენა გამოსავლის გზებთან დაკავშირებით. ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი მათი მხარადჭერა და თანადგომა. ამ ადამიანების ხმას, ამ შემთხვევაში რაოდენობრივ ხმას არ გვულისხმობ, არამედ ვგულისხმობ მათ წონას, ავტორიტეტს, მათ პოზიციას ჩემთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა", – აღნიშნა მან.
ნინო ბურჯანაძემ იმ გზებზეც ისაუბრა, რომელიც საჭიროა ქვეყანაში სამედიცინო სფეროს გაუმჯობესებისათვის. "უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ სამედიცინო განათლების ამაღლების დონეზე. ექიმებს უნდა ჰქონდეთ ადეკვატური ანაზღაურება და ადეკვატური დაფასება. არ შეიძლება, რომ ექიმები მუდმივად დევნისა და ტერორის ქვეშ იყვნენ. სწორად უნდა დაიგეგმოს სამედიცინო რეფორმა, სადაზღვევო სისტემის რეფორმა. ძალიან მნიშვნელოვანია მონოპოლიების წინააღმდეგ ბრძოლა, ეს ეხება როგორც წამლის ფასს, ასევე მომსახურეობასაც. ყველა ეს საკითხი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების უპირველესი ზრუნვის საგანი", – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 965
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია