დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გია ვოლსკი - აუცილებელი არ არის, რომ საპოლიციო წარსული ჰქონდეს, გიორგი გახარია სრულად შეესაბამება იმ პოსტს, რომელიც შესთავაზეს
ავტორი:
2017/ნოემბერი/13 16:30:02
../photo/2015_02/0-00-1SEQT-2016/volski4.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/462736-gia-volski-aucilebeli-ar-aris-rom-sapolicio-tsarsuli-hqondes-giorgi-gakharia-srulad-sheesabameba-im-posts-romelic-shesthavazes.html", "headline": "გია ვოლსკი - აუცილებელი არ არის, რომ საპოლიციო წარსული ჰქონდეს, გიორგი გახარია სრულად შეესაბამება იმ...", "datePublished": "2017-11-13 12:42:00", "dateModified": "2017-11-13 12:42:00", "description": "აუცილებელი არ არის, რომ საპოლიციო წარსული ჰქონდეს, დარწმუნებული ვარ, გიორგი გახარია თავისი მონაცემებ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1SEQT-2016/volski4.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } აუცილებელი არ არის, რომ საპოლიციო წარსული ჰქონდეს, დარწმუნებული ვარ, გიორგი გახარია თავისი მონაცემებით სრულად შეესაბამება იმ პოსტს, რომელიც შესთავაზეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ვოლსკიმ ისაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას წარდგენაზე და ხაზი მის მენეჯერულ და ადამიანურ თვისებებს გაუსვა.
„გიორგი გახარიას უკვე დიდი ხანია ვიცნობ. მისი მენეჯერული და ადამიანური თვისებები, ვფიქრობ, საკმაოდ შთამბეჭდავია იმისთვის, რომ ადვილად ვისაუბროთ მის ასეთ გადანაცვლებაზე. აუცილებელი არ არის, რომ საპოლიციო წარსული ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, რომ გახარია თავისი მონაცემებით სრულად შეესაბამება იმ პოსტს, რომელიც შესთავაზეს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება ფინანსთა ახალი მინისტრის, მამუკა ბახტაძის მისამართით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველოს რკინიგზის მოგება შემცირდა და რკინიგზას უჩა მამაცაშვილი და ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მართავენ, გია ვოლსკის განცხადებით, ამას ბრალდება არ ჰქვია, არამედ ეს არის სიცრუეზე აგებული დემაგოგია, ვინაიდან საერთოდ გადაზიდვების თემის შემცირება, დამოკიდებული არ არის იმაზე, თუ როგორი მენეჯმენტი ჰყავს რკინიგზას. მისი თქმით, ეს ხდება დამოუკიდებელი ფაქტორიების გამო და ამ კონტექსტში გია ვოლსკიმ ტვირთების გადაზიდვაზე საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მოთხოვნილებები და მსოფლიო რეგიონული ეკონომიკური პროცესები დაასახელა.
„არც ერთი ხელისუფლება, არც რკინიგზის ხელმძღვანელობა დაინტერესებული არ არის, რომ გადაზიდვების მოცულობა შემცირდეს, ასე რომ, ეს ჩვენგან დამოუკიდებელი ფაქტორის გამო ხდება. რაც შეეხება მამუკა ბახტაძეს, პიროვნულად მე არ ვიცნობ, მაგრამ დახასიათება და მონაცემები საკმაოდ შთამბეჭდავია“, - განაცხდა ვოლსკიმ.

რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს, გია ვოლსკის განცხადებით, ის ჯერჯერობით იმაზე მეტს ვერაფერს იტყვის, რაც პრემიერმა განაცხადა.
„ყველაფერი გამჭვირვალედ და კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს და მაქსიმალურად უნდა იქნას ადამიანური ფაქტორი გათვალისწინებული ამ ცვლილებებისას. ვფიქრობ, რომ ეს სწორი მიდგომაა. განცხადება პოლიტიკურად სწორია, როგორ განხორციელდება, ამას თვალყურს მივადევნებთ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს აღნიშნულ ცვლილებებს, გია ვოლსკი ფიქრობს, რომ მხარი უნდა დაუჭირონ, „ვინაიდან ოპტიმიზაციის გარდა, საუბარია მართვის სისტემის დახვეწაზე, რაც ახალი არ არის.“

რაც შეეხება სამინისტროების შერწყმაზე „ქართული ოცნების“ შიგნით აზრთა სხვადასხვაობას, გია ვოლსკის განცხადებით, ეს ნორმალური პროცესია, როდესაც გუნდი ერთი შეძახილის საფუძველზე არ იღებს გადაწყვეტილებას.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 777
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია