დაისვენე კურორტ ახალდაბაში
„სამართლიანი არჩევნები“ - ნასაკირალის უბანზე ადგილი ჰქონდა შედეგების გაბათილების მცდელობას, რადგან დამოუკიდებელი კანდიტატი იმარჯვებდა
ავტორი:
2017/ნოემბერი/13 03:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/samartlianiarchevnebi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/462583-samarthliani-archevnebi-nasakiralis-ubanze-adgili-hqonda-shedegebis-gabathilebis-mcdelobas-radgan-damoukidebeli-kanditati-imarjvebda.html", "headline": "„სამართლიანი არჩევნები“ - ნასაკირალის უბანზე ადგილი ჰქონდა შედეგების გაბათილების მცდელობას, რადგან დ...", "datePublished": "2017-11-12 23:13:46", "dateModified": "2017-11-12 23:13:46", "description": "ნასაკირალის უბანზე განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ადგილი ჰქონდა უბნის შედეგებ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/samartlianiarchevnebi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ნასაკირალის უბანზე განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ადგილი ჰქონდა უბნის შედეგების გაბათილების მცდელობას, რადგან ამ უბანზე და მისი შედეგების გათვალისწინებით, ოზურგეთის ოლქში დამოუკიდებელი კანდიტატი იმარჯვებდა, - ამის შესახებ ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანზიაციის შეფასებით, #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის დაბა ნასაკირალის #59 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის შემდეგ განვითარებულ მოვლენები წარმოქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი ჰქონდა უბანზე არეულობის მოწყობისა და ამ მიზეზით უბნის შედეგების გაბათილების მიზანმიმართულ მცდელობას.

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესზე სრულად დაკვირვების შედეგად, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ნასაკირალის #59-ე საარჩევნო უბანზე შედეგების ბათილობის საფუძველი არ არსებობს, რადგან საარჩევნო უბანზე დამდგარი შედეგის სანდოობა ეჭვს არ იწვევს. #59 უბანზე ხმათა უმრავლესობა მიიღო დამოუკიდებელმა კანდიდატმა და აღნიშნული უბნის შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოზურგეთის მერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად. ნასაკირალის #59-ე უბანზე, ხმის დათვლის პროცესის დასრულებისა შედეგების შეჯამების შემდეგ, შემაჯამებელი ოქმის შედგენა არაგონივრულად გაჭიანურდა კომისიის თავმჯდომარის ცუდად ყოფნის მიზეზით. ამ პერიოდში, ღამის 12 საათის შემდეგ, უბანზე შეიჭრა აკრედიტაციის მქონე პირთა ჯგუფი, რომლებიც კომისიას არ აძლევდნენ მუშაობისა და შემაჯამებელი ოქმის შედგენის საშუალებას. მიუხედავად ამისა, კომისიის წევრებმა მოახერხეს საარჩევნო დოკუმენტაციის დაზიანებისგან დაცვა. მოგვიანებით, შეჭრილმა პირებმა დატოვეს უბანი და შესაძლებელი გახდა შემაჯამებელი ოქმის შედგენა. აღსანიშნავია, რომ საუბნო კომისიის თავმჯდომარე შემაჯამებელი ოლქის ხელმოწერაზე უარს აცხადებდა, რაც დაუშვებელია საარჩევნო კანონმდებლობით. (ყველა კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს შემაჯამებელ ოქმს და თუ რაიმეს არ ეთანხმება, განსხვავებული აზრი დააფიქსიროს.) ამასთან ერთად, ხმის დათვლის პროცესში ნამდვილი ბიულეტენები, რომელზეც იკვეთებოდა ამომრჩევლის ნება დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლოდ, საუბნო კომისიამ ბათილად მიიჩნია, რაზეც „სამართლიანმა არჩევნებმა“ საჩივარი საოლქო კომისიაში წარადგინა. ნასაკირალის უბანზე განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ადგილი ჰქონდა უბნის შედეგების გაბათილების მცდელობას, რადგან ამ უბანზე და მისი შედეგების გათვალისწინებით, ოზურგეთის ოლქშიც დამოუკიდებელი კანდიტატი იმარჯვებდა. მიუხედავად უბანზე განვითარებული მოვლენებისა, საარჩევნო დოკუმენტაციის მთლიანობას საფრთხე არ შექმნია და ამომრჩევლის ნება შემაჯამებელ ოქმში სათანადოდ აისახა“, - ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებაში.

ISFED მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, მიუხედავად საკუთარი ინტერესებისა, უპირველეს ყოვლისა პატივი სცეს ამომრჩევლის მიერ გამოხატულ ნებას.

თემა: თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2017
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 647
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია