დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ოთარ დანელია - რაც უფრო ადრე გაკეთდება ოპტიმიზაციები, მით უკეთესია, რადგან ჩვენ წინ უკვე გვაქვს მომდევნო რამდენიმე წლის თავისუფალი პოლიტიკური სივრცე
ავტორი:
2017/ნოემბერი/12 20:30:02
../photo/2015_02/0-00-IIVLIS-2016i/danelia_629f7.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/462548-othar-danelia-rac-ufro-adre-gakethdeba-optimizaciebi-mith-ukethesia-radgan-chven-tsin-ukve-gvaqvs-momdevno-ramdenime-tslis-thavisufali-politikuri-sivrce.html", "headline": "ოთარ დანელია - რაც უფრო ადრე გაკეთდება ოპტიმიზაციები, მით უკეთესია, რადგან ჩვენ წინ უკვე გვაქვს მომდ...", "datePublished": "2017-11-12 16:37:43", "dateModified": "2017-11-12 16:37:43", "description": "რაც უფრო ადრე გაკეთდება ოპტიმიზაციები, მით უკეთესია, რადგან ჩვენ წინ უკვე გვაქვს მომდევნო რამდენიმე ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-IIVLIS-2016i/danelia_629f7.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } რაც უფრო ადრე გაკეთდება ოპტიმიზაციები, მით უკეთესია, რადგან ჩვენ წინ უკვე გვაქვს მომდევნო რამდენიმე წლის თავისუფალი პოლიტიკური სივრცე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ოთარ დანელიამ ”ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტები დეპუტატისგან დაინტერესდნენ, რატომ გახდა საჭირო უმრავლესობის სხდომის ჩანიშვნა არასამუშაო დღეს, დღის ბოლოს. ოთარ დანელიას განმარტებით, ეს გარკვეულწილად უკავშირდება არჩევნების მეორე ტურის დასრულებასაც.

„მნიშვნელოვანი პერიოდი საარჩევნო პროცესების დასრულებულია. ყოველთვის დროულია, რაც უფრო ადრე გაკეთდება ასეთი ოპტიმიზაციები და მიდგომები, რადგან ჩვენ უკვე წინ გვაქვს მომდევნო რამდენიმე წლის თავისუფალი პოლიტიკური სივრცე. აქედან გამომდინარე ეს უნდა გამოვიყენოთ”, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

მისივე ინფორმაციით, დღევანდელ სხდომას ესწრება როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ასევე, მთავრობის მეთაური და პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი.

თემა: თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2017
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 673
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია