დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს
ავტორი:
2017/ნოემბერი/12 19:00:02
../photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/talakvadze10.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/462535-archil-thalakvadze-ozurgethis-merobis-damoukidebeli-kandidatis-braldebas-absurduls-utsodebs.html", "headline": "არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს ", "datePublished": "2017-11-12 14:56:48", "dateModified": "2017-11-12 14:56:48", "description": "საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტან...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/talakvadze10.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის ბრალდებას, აბსურდულს უწოდებს. არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა კონსტანტინე შარაშენიძის განცხადებას, რომლის მიხედვით, სოფელ შრომაში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ფულის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა.

„ფულის გადაცემა არასერიოზული ბრალდებაა, ეს არის სკოლის დირექტორის შეურაცხყოფა. რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია და ეს ადამიანები საარჩევნო პროცესებში არ ერეოდნნენ“, - აცხადებს თალაკვაძე.
ამასთან, არჩილ თალაკვაძე ოზურგეთში საარჩევნო პროცესების გამო, სპეცრაზის გამოჩენას კატეგორიულად უარყოფს.
„გავრცელებული ინფორმაცია სპეცრაზმის მობილიზებასთან დაკავშირებით დეზინფორმაციაა“, - აცხადებს თალაკვაძე.
ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ დღეს განაცხადა, რომ სოფელ შრომაში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ფულის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა. ამასთან, მერობის კანდიდატის თქმით, იმ კონკრეტული უბნების დარბევა იგეგმება, სადაც იგი იმარჯვებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 570
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია