დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გედევან ფოფხაძე - მხარს ვუჭერ გიორგი კვირიკაშვილს და თუ მისი სამთავრობო ცვლილებები იქნება ეფექტური, რა თქმა უნდა მხარს დავუჭერ
ავტორი:
2017/ნოემბერი/12 14:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVL/fofxadze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/462478-gedevan-fofkhadze-mkhars-vutcer-giorgi-kvirikashvils-da-thu-misi-samthavrobo-cvlilebebi-iqneba-efeqturi-ra-thqma-unda-mkhars-davutcer.html", "headline": "გედევან ფოფხაძე - მხარს ვუჭერ გიორგი კვირიკაშვილს და თუ მისი სამთავრობო ცვლილებები იქნება ეფექტური, ...", "datePublished": "2017-11-12 09:45:29", "dateModified": "2017-11-12 09:45:29", "description": "მე მხარს ვუჭერ გიორგი კვირიკაშვილს და თუ მისი სამთავრობო ცვლილებები იქნება ეფექტური, რა თქმა უნდა მ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVL/fofxadze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მე მხარს ვუჭერ გიორგი კვირიკაშვილს და თუ მისი სამთავრობო ცვლილებები იქნება ეფექტური, რა თქმა უნდა მხარს დავუჭერ ამ ცვლილებებს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა.

მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გედევან ფოფხაძე აღნიშნავს, რომ უმჯობესია ყველა ოფიციალურ განცხადებებს დაელოდოს და უფრო სიღრმისეულ შეფასებას სწორედ ამ ოფიციალური განცხადების შემდეგ გააკეთებს.

”სამთავრობო ცვლილებებს ვაფასებთ მას მერე, რაც პრემიერი ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს და მგონია, რომ სჯობს დაველოდოთ ოფიციალურ დაანონსებას. მე მხარს ვუჭერ გიორგი კვირიკაშვილს და თუ მისი სამთავრობო ცვლილებები იქნება ეფექტური, რა თქმა უნდა მხარს დავუჭერ ამ ცვლილებებს, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

წინასწარი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრები გიორგი მღებრიშვილი და ალექსანდრე ჯეჯელავა მინისტრთა კაბინეტს ტოვებენ. ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სავარაუდოდ, ეკონომიკისა და ენერგეტიკის გაერთიანებულ სამინისტროებს, მიხეილ გიორგაძე კულტურისა და სპორტის შერწყმულ უწყებებს, გიორგი გახარია კი შს მინისტრის პოსტს ჩაიბარებს. ამასთან, ფინანსთა მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის და გიორგი თაბუაშვილის კანდიდატურები განიხილება.
თემა: თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2017
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 640
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია