დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახი კახიშვილი - პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ კვლევის დაკვეთით აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/04 16:30:02
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის დაკვეთით სახელმწიფო აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა კახი კახიშვილმა განუცხადა.
მისი შეფასებით, კვლევა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, რაშიც საბიუჯეტო თანხის დახარჯვა მიუღებელია.
"პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საბიუჯეტო თანხით, ხალხის ფულით დაუკვეთა ე.წ კვლევა, რომელიც საქართველოს მოსახლეობასა და უცხოეთში "ნაციონალური მოძრაობის" პოპულარულ ძალად წარმოჩენას ისახავს მიზნად. ეს წესით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესწავლის საგანს უნდა წარმოადგენდეს. ვიმედოვნებ, აუდიტის სამსახური ამ მასალების შესწავლას დაიწყებს და ამ ფაქტის საფუძველზე შეისწავლის "გრინბერგ კონსალტინგისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ურთიერთობებს. თუ ისინი პარალელებს გაავლებენ, ნახავენ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან იკვეთება "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერის პოლიტიკური მიზანი, რაშიც გამოყენებულია საბიუჯეტო თანხები და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას", - განაცხადა კახიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, საეჭვოა ისიც, ჩატარდა თუ არა რეალურად საზოგადოებრივი აზრის ამგვარი კვლევა და ვისი მეშვეობით.
"ბოლო პერიოდში "ნაციონალური მოძრაობა NDI-სთან ერთად ცდილობს, საზოგადოებაში შეიქმნას აზრი, რომ ბაქრაძე და მარგველაშვილი არიან ძირითადი კონკურენტები, მათ შორის სხვაობა არც ისე დიდია და ბაქრაძის რეიტინგი ყოველდღიურად მატულობს. თუმცა, მეორეს მხრივ, "გრინბერგ კონსალტინგი" არის ორგანიზაცია, რომელიც ყველა არჩევნების წინ აქტიურად თანამშრომლობდა "ნაციონალურ მოძრაობასთან" და კვლევებიც ყოველთვის ემთხვეოდა ამ პარტიის ინტერესებს", - აღნიშნა კახიშვილმა.
ამერიკული კვლევითი კომპანია "გრინბერგ, ქუინლან, როზნერ რისერჩის" კვლევის თანახმად, კითხვაზე, დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, დასახელებულთაგან რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, 43% გიორგი მარგველაშვილს ასახელებს, 22% - დავით ბაქრაძეს, 8% - ნინო ბურჯანაძეს, 5% - შალვა ნათელაშვილს, 1-1% კი მხარდაჭერას გიორგი თარგამაძესა და კობა დავითაშვილს უცხადებს. გამოკითხულთა 17%-ს კი, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა ამერიკულმა კვლევითმა კომპანიამ "გრინბერგ, ქუინლან, როზნერ რისერჩმა" (Greenberg, Quinlan, Rosner  Research) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით ჩაატარა. კვლევა ჩატარებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით 1,204 პირისპირი ინტერვიუს გზით; კვლევის ჩატარების თარიღია 2013 წლის 15-21 სექტემბერი; ცდომილება +/- 2.8%-ია.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 947
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია