დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს პარლამენტის უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფი უკრაინის ვიცე-პრემიერს შეხვდა
ავტორი:
2017/ნოემბერი/12 11:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/deputatebi_1a960.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/462452-saqarthvelos-parlamentis-ukrainasthan-megobrobis-jgufi-ukrainis-vice-premiers-shekhvda.html", "headline": "საქართველოს პარლამენტის უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფი უკრაინის ვიცე-პრემიერს შეხვდა", "datePublished": "2017-11-12 07:36:56", "dateModified": "2017-11-12 07:36:56", "description": "საქართველოს პარლამენტის უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფი უკრაინის ვიცე-პრემიერს ევროატლანტიკური და ევროი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/deputatebi_1a960.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პარლამენტის უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფი უკრაინის ვიცე-პრემიერს ევროატლანტიკური და ევროინტეგრაციის საკითხებში ივანა კლიმპუშ-ცინცაძეს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტს წარმოადგენდნენ დეპუტატები: - უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი მოსიძე, კახა კუჭავა, ირინა ფრუიძე, გელა სამხარაული, დავით მათიკაშვილი და გოგი მეშველიანი.

როგორც ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ აღნიშნა, მიმდინარე წელს მოხდა ქართულ-უკრაინული ურთიერთობების ინტენსიფიკაცია, რისი დასტურიცაა უკრაინის პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის მაღალი ვიზიტები საქართველოში.

”უკრაინის მხარე დიდ იმედებს ამყარებს პრემიერ-მინისტრ ვოლოდიმერ გროისმანის საქართველოში ვიზიტზე, რომელიც 26-28 ნოემბერსაა დაგეგმილი. ჩვენ მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს პოლიტიკურ, კულტურულ და ტურიზმის სფეროებში, მაგრამ ამავე დროს უნდა მეტი ყურადღება მივაქციოთ ეკონომიკურ თანამშრომლობას და უზრუნველვყოთ უფრო დიდი საქონელბრუნვა ჩვენს სახელმწიფოებს შორის“, - აღნიშნა კლიმპუშ-ცინცაძემ.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, განხილვის საგანი იყო ევროინტეგრაციის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, აგრეთვე შედგა შეთანხმება უფრო მჭიდრო კოორდინაციაზე საერთაშორისო ორგანიზაციებში, რათა გაძლიერდეს ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე მეზობლების მიმართ მისი აგრესიული პოლიტიკის გამო.

ივანა კლიმპუშ-ცინაცაძემ მოიწონა საქართველო-უკრაინის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ინიციატივა ორივე ქვეყანაში დაღუპულ მებრძოლთა იდენტური მემორიალების დადგმის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს ერთნაირი ძეგლები მიეძღვნება ქართველებს, რომლებიც უკრაინისთვის დაიღუპნენ და უკრაინელებს, რომლებმაც საქართველოსთვის გასწირეს თავი.

”უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გამავალი ფრონტის ხაზი, ამავე დროს საქართველოს ფრონტის ხაზიცაა. ქართველები, რომლებიც უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაიღუპნენ, საქართველოს მომავლისთვისაც დაიღუპნენ”, - აღნიშნა მან.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი უკრაინაში გელა დუმბაძე და საელჩოს უფროსი მრჩეველი ჯემალ გოგიტიძე. გელა დუმბაძემ მადლობა გადაუხადა უკრაინის მხარეს გასულ ზაფხულს ტყის ხანძრების ჩაქრობაში უკრაინის მიერ გაწეული დახმარებისთვის. კლიმპუშ-ცინცაძემ, თავის მხრივ, კმაყოფილება გამოთქვა ქართული მხარის მიერ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ბავშვებისთვის საქართველოში დასასვენებლად მიღების გამო, აგრეთვე კონფლიქტის ზონაში დაჭრილი უკრაინელი სამხედროების საქართელოში მკურნალობა-რეაბილიტაციის პროგრამისთვის.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 645
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია