დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საოლქო კომისიის თავმჯდომარე - ქუთაისში არჩევნების მეორე ტური შეფერხების გარეშე დაიწყო
ავტორი:
2017/ნოემბერი/12 08:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/osefaishvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/regioni/462429-saolqo-komisiis-thavmjdomare-quthaisshi-archevnebis-meore-turi-sheferkhebis-gareshe-daitsyo.html", "headline": "საოლქო კომისიის თავმჯდომარე - ქუთაისში არჩევნების მეორე ტური შეფერხების გარეშე დაიწყო", "datePublished": "2017-11-12 04:23:47", "dateModified": "2017-11-12 04:23:47", "description": "ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ყველა წესის დაცვით დაიწყო, - ამის შესახ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/osefaishvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ყველა წესის დაცვით დაიწყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილმა განუცხადა.

„უბნები დილით შეფერხების გარეშე გაიხსნა. საკონტროლო ფურცლების ჩაშვების შემდეგ 08:00 საათზე პირველი ამომრჩევლები უკვე ხმას აძლევენ,“ - განაცხადა ოსეფაიშვილმა.

ქუთაისში სულ 124 საარჩევნო უბანია გაიხსნილი. საერთო ჯამში რეგისტრირებულია 152 561 ამომრჩეველია. პირველ ტურში მონაწილეობა მხოლოდ 35%-მა მიიღო.

ქუთაისში მერობის კანდიდატები "ქართული ოცნებიდან" გიორგი ჭიღვარია და "ნაციონალური მოძრაობიდან" გრიგოლ ვაშაძე არიან, თუმცა, "ნაციონალებმა" არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ამის მიუხედავად, ბიულეტენებში გრიგოლ ვაშაძე მაინც არის წარმოდგენილი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში ქუთაისის მერობის 8 კანდიდატიდან ზღვარი ვერც ერთმა მათგანმა ვერ გადალახა. კონკურენტებს შორის ყველაზე მეტი ხმა გიორგი ჭიღვარიამ (48%) და გრიგოლ ვაშაძემ( 27%) მიიღო.

თემა: თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2017
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 670
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია